PESEL (Powszechny Elektroniczny System Ewidencji Ludności) – არის პოლონეთში ეროვნული სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებსა და ზოგიერთ უცხოელ პირს. ეს ნომერი შედგება 11 ციფრისგან და უნიკალურია თითოეული პიროვნებისთვის. PESEL-ს ხშირად უწოდებენ პირადობის დამადასტურებელ ნომერს, რადგან ის აუცილებელია უამრავ ადმინისტრაციულ, სამედიცინო და ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
რატომ სჭირდება უცხოელს PESEL?
უცხოელ პირს შეიძლება დასჭირდეს PESEL ნომერი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
• სამუშაო კონტრაქტის გაფორმება;
• ჯანდაცვაში რეგისტრაცია (NFZ);
• სოციალური სარგებლის მიღება (ბავშვის პენსია, 500+, 800+ და სხვ.);
• ბინადრობის მოწმობის ან კარტა პობიტუს განაცხადი ;
• გადასახადების ადმინისტრირება (PIT ფორმები, ZUS)
• განათლების სისტემაში სარეგისტრაციოდ
• ოფიციალური დოკუმენტების მიღებად.
ვინ შეიძლება აიღოს PESEL?
პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, PESEL ნომრის აღება სავალდებულოა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც:
• რეგისტრირებულნი არიან პოლონეთში საცხოვრებლად (meldunek);
• მიმართავენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც ითხოვენ PESEL-ს კონკრეტული პროცედურისთვის;
• თუ უცხოელს არ აქვს რეგისტრირებული მისამართი (meldunek), მას მაინც აქვს უფლება მოითხოვოს PESEL;
• მოითხოვოს PESEL, იმ საფუძველზე, რომ ეს ნომერი სჭირდება კონკრეტული ადმინისტრაციული მიზნისთვის.
როგორ უნდა მოითხოვოს უცხოელმა PESEL?
1. მიმართვა შესაბამის ქალაქში (Urząd Gminy / Miasta) PESEL ნომრის მისაღებად უნდა მიხვიდეთ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოში – როგორც წესი, იმ გმინაში ან ქალაქში, სადაც ცხოვრობთ.
2. შეავსეთ განცხადება – Wniosek o nadanie numeru PESEL განაცხადის ფორმა შეგიძლიათ აიღოთ ადგილზე გმინაში ან ჩამოტვირთოთ ონლაინ gov.pl-ს ოფიციალურ ვებსაიტზე.
განაცხადში მიუთითებთ: პირადი მონაცემები, ეროვნული პასპორტის ან სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები PESEL-ის მოთხოვნის საფუძველი (მაგ. სამუშაო კონტრაქტი, საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაცია, საჯარო ჯანდაცვა და ა.შ.)
3. აუცილებელი დოკუმენტები: მოქმედი პასპორტი ან კარტა პობიტუ, რომელიც ადასტურებს PESEL-ის მოთხოვნის საჭიროებას (მაგალითად: დასაქმების კონტრაქტი, ZUS-ის ფორმა, ბინადრობის განაცხადი, ექიმის რეგისტრაცია და სხვ.)
Meldunek (თუ გაქვთ) – საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაცია
თუ არ გაქვთ meldunek, მაგრამ გჭირდებათ PESEL კონკრეტული მიზეზით – განცხადებაში უნდა მიუთითოთ ზუსტი საფუძველი და თან დაურთოთ შესაბამისი დოკუმენტი.
PESEL-ის მიღების საფასური – PESEL ნომრის მიღება უფასოა.
როდის გასცემენ ნომერს?
ზოგ შემთხვევაში PESEL ნომერს გასცემენ განაცხადის შევსების დღესვე, ხოლო თუ საჭიროა დამატებითი შემოწმება, ნომერი გაიცემა რამდენიმე დღის ვადაში.
შეიძლება თუ არა ონლაინ განაცხადის შევსება?
ამ ეტაპზე, უცხოელი მოქალაქეებისთვის PESEL-ის აღება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი ვიზიტით. თუმცა ზოგიერთმა ქალაქმა (მაგ. ვარშავა, კრაკოვი) დანერგა ონლაინ ჯავშნის სისტემა რიგის დასაჯავშნად.
რჩევა ემიგრანტებისთვის: არ დაელოდოთ ბოლო მომენტს – PESEL-ი აუცილებელია თითქმის ყველა ოფიციალური პროცესისთვის.
ასევე იხილეთ: როგორ ავიღოთ Karta pobytu პოლონეთში – დეტალური გზამკვლევი
PESEL ნომერი პოლონეთში ცხოვრების სამართლებრივი და სოციალური სისტემის ნაწილია. მის გარეშე უცხოელი პირისთვის რთულია არა მხოლოდ სამსახურის მოძიება ან საჯარო სერვისებით სარგებლობა, არამედ ზოგადი ბიუროკრატიული პროცედურების გავლაც. საბედნიეროდ, მისი აღების პროცედურა მარტივი და უფასოა. მთავარია, სწორად აირჩიოთ საფუძველი, მოამზადოთ დოკუმენტები და მიხვიდეთ შესაბამის ადმინისტრაციაში.
ასევე იხილეთ: შენი გზამკვლევი – როგორ დავსაქმდე პოლონეთში?
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება