პოლონეთში ახალი ცხოვრების დაწყება ბევრი ქართველისთვის იმედით იწყება, თუმცა რეალობა ხშირად გაცილებით რთული და დაუნდობელია. 34 წლის თამარ ხუბუას ისტორია გამონაკლისი არ არის – ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვროცლავში ჩამოსული ქალი დღეს იმ ბარიერებზე ღიად საუბრობს, რაზეც ბევრი დუმილს ამჯობინებს.
ფაბრიკის მძიმე შრომიდან და დაკარგული სამუშაოდან დაწყებული, დამსაქმებლების მხრიდან გაჩენილი უნდობლობითა და სოციალურ ქსელებში მომრავლებულ ქართული თაღლითურ სქემებამდე – თამარი არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს. ის ითხოვს ელემენტარულს: სწორ ინფორმირებას, როგორც დიასპორული ორგანიზაციების, ისე ოფიციალური ინსტიტუტების მხრიდან რეალურ გვერდში დგომას და შანსს, რომ ემიგრაციაში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი შრომითა და ღირსებით შეძლოს ფეხზე დადგომა.
მოამზადა ნათია ქიმაძემ

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
