პოლონეთში ჩასვლისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა საცხოვრებლის პოვნა. ამ პროცესს თან ახლავს როგორც ლოგისტიკური, ისე იურიდიული და ფინანსური დეტალები. ამ ნაწილში დეტალურად განვიხილავთ: სად და როგორ ვიპოვოთ დროებითი ბინა,როგორ გადავიდეთ გრძელვადიან ქირავნობაში,რა არის გასათვალისწინებელი საკითხები,რა საბუთები შეიძლება დაგჭირდეს. დროებითი საცხოვრებლის მოძიება: პირველი ნაბიჯები პირველ დღეებშიყველაზე უსაფრთხოა დროებითი ბინის დაქირავება, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ გყავს ახლობელი, რომელიც მიგიღებს.საიდან მოვძებნოთ საშუალო ღირებულების ჰოსტელები? Booking.com, Hostelworld,airbnb.pl – თუ ჩამოსვლამდე გინდა დაჯავშნა, უმჯობესია მითითებული აპლიკაციებით ისარგებლო – უსაფრთხოა და შეგიძლია წინასწარ დაჯავშნო რამდენიმე დღით.ჰოსტელის საშუალო ღირებულება 40–80 zł/ღამეში.რჩევა: არასდროს დათანხმდე გარე გარიგებას – Airbnb-ის ან Booking-ის გარეთ.გრძელვადიანი ბინის ან ოთახის ქირაობა პოლონეთშიგრძელვადიანი ბინის დაქირავება ყველაზე აქტუალურია იმ ემიგრანტებისთვის, ვინც მინიმუმ რამდენიმე თვით რჩება. პლატფორმები, სადაც ქირა იძებნება:• www.olx.pl – ყველაზე პოპულარული და ფართო ბაზარი;• www.otodom.pl -სპეციალიზებული უძრავი ქონების საიტი ;• www.gratka.plFacebook ჯგუფები – მაგალითად:• mieszkań Wrocław;• Tanie mieszkania w Polsce.ბინის ქირაობის პროცესი: დაუკავშირდი მეპატრონეს ან აგენტს პოლონურად: Dzień dobry, jestem zainteresowana wynajmem mieszkania. Czy ogłoszenie jest nadal aktualne?აგრეთვე იხილეთ: პოლონური ენის შესწავლა: ადაპტაცია, უფასო და ფასიანი კურსები – ყოველდღიური პრაქტიკა არ გადაიხადო თანხა მანამდე, სანამ არ ნახავ ბინას.ხელშეკრულება – Umowa najmu აუცილებელია იყოს დაწერილი და ითვალისწინებდეს: ქირის ოდენობას, სადეპოზიტო თანხას (kaucja), ხანგრძლივობას, წესებსა და პირობებს, რეგისტრაციას (meldunek) – საჭიროებს ზოგიერთ რეგიონში და საჭირო იქნება რეზიდენტობის ან ვიზის გაგრძელებისთვის. ქირა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქის, უბნის და ბინის ტიპის მიხედვით.მაგალითად: იოთახი (pokój),სტუდიო (kawalerka) ან 2-ოთახიანი ბინა (mieszkania)• ვარშავაში – 1200 –1800; 2000–2500; 2800–4000 zł;• ვროცლავი – 1000–1500; 1800–2200; 2500–3500 zł;• კრაკოვი – 1100–1600 ; 1900–2300; 2600–3600 zł;• პატარა ქალაქები – 800–1300 zł1500–2000 zł2000–3000 zł .კომუნალური ხარჯები (czynsz + media) ხშირად დამატებით იხდება: წყალი, გათბობა, გაზი, ინტერნეტი.რისკები და სიფრთხილის ზომებიარასოდეს გადაიხადო ქირა ან დეპოზიტი წინასწარ, სანამ ბინა არ გინახავს და კონტრაქტი არ გაფორმებულა,მოითხოვე პირადობის მოწმობის ჩვენება მეპატრონისგან, გადახდები გააკეთე მხოლოდ საბანკო გზით (არასოდეს ნაღდი ფულით) ბინა/ოთახი უნდა იყოს დარეგისტრირებული – რაც დაგჭირდება meldunek-ისთვის.საჭიროა თუ არა კონტრაქტი? დიახ, აუცილებელია.ხელშეკრულების გარეშე ვერ შეძლებ: მელდუნის (რეგისტრაციის) მიღებას, ბინაში დარჩენას ლეგალურად, პრობლემის შემთხვევაში სამართლებრივ დაცვას.მოითხოვე: Umowa najmu (ქირავნობის კონტრაქტი) საჭიროების შემთხვევაში მეპატრონის პირადობის მოწმობის ასლი, მელდუნისთვის თანხმობა (oświadczenie właściciela mieszkania).დამატებითი რჩევები: ბინის ძებნისას გამოიყენე სიტყვები: – pokój do wynajęcia (ოთახი ქირით);– mieszkanie do wynajęcia (ბინა ქირით);– czynsz w cenie?– ქირაში შედის კომუნალური ხარჯები?– bez pośredników – პირდაპირი მეპატრონე, შუამავლების გარეშე.გირჩევ დილაობით დაუკავშირდე ბინების მეპატრონეს – მოთხოვნა მაღალია.პოლონეთში საცხოვრებლის პოვნა შესაძლებელია როგორც მოკლევადიანად, ისე გრძელვადიანად. მთავარი ფაქტორია დროის სწორი დაგეგმვა, ინფორმირებულობა და იურიდიული ფორმალობების დაცვა. ყოველთვის იმოქმედე დაკვირვებით – საცხოვრებელი არა მხოლოდ შენს კომფორტს, არამედ ლეგალურ ყოფნასაც განსაზღვრავს.ავტორი: ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია შენი გზამკვლევი – როგორ დავსაქმდე პოლონეთში? პოლონური ენის შესწავლა: ადაპტაცია, უფასო და ფასიანი კურსები – ყოველდღიური პრაქტიკა