პრაქტიკული გზამკვლევი · 2026
მეორადი ავტომობილის შეძენა
და რეგისტრაცია პოლონეთში
პოლონეთში მანქანის შეძენა — რა უნდა შეამოწმოთ ყიდვამდე და რა ვალდებულებებია შეძენის შემდეგ.
სარჩევი
- 1.ვის შეუძლია პოლონეთში მანქანის შეძენა?
- 2.რა უნდა შეამოწმოთ მანქანის ყიდვამდე?
- 3.რა დოკუმენტები უნდა გადმოგცეთ გამყიდველმა?
- 4.მანქანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება
- 5.ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა — OC
- 6.PCC გადასახადი
- 7.როგორ დავარეგისტრიროთ ავტომობილი პოლონეთში?
- 8.რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
- 9.რა ღირს ავტომობილის რეგისტრაცია?
- 10.ვადის გადაცილება — სანქციები
- 11.პოლონეთში უცხოეთიდან ჩამოყვანილი ავტომობილის რეგისტრაცია
- ✓მანქანის შეძენისას გასათვალისწინებელი საკითხები – Checklist
ვის შეუძლია პოლონეთში მანქანის შეძენა?
პოლონეთში მეორადი მანქანის ყიდვისას საჭიროა ავტომობილის ისტორიის შემოწმება, სწორი დოკუმენტების მიღება, დაზღვევის საკითხის გარკვევა და მანქანის კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაცია.
მართალია, პოლონეთის მოქალაქეობა მანქანის შესაძენად აუცილებელი არ არის, თუმცა, ავტომობილის ყიდვა და მისი პოლონეთში რეგისტრაცია ორი განსხვავებული საკითხია — შესაძლებელია მანქანის შეძენა შეძლოთ, მაგრამ რეგისტრაციისთვის დამატებითი დოკუმენტები დაგჭირდეთ.
PESEL-ის ნომრის მიღების შესახებ წაიკითხეთ: როგორ აიღოს უცხოელმა PESEL პოლონეთში. ხოლო Karta Pobytu-ს ქონა ლეგალური სტატუსის დამადასტურებელი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია.
რა უნდა შეამოწმოთ მანქანის ყიდვამდე?
მანქანა შეიძლება გარეგნულად იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა, გაურკვეველი ისტორია ან დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარვეზი. ამიტომ მხოლოდ გამყიდველის სიტყვას ნუ დაეყრდნობით.
შეამოწმეთ VIN კოდი
შეამოწმეთ სარეგისტრაციო დოკუმენტი
შეამოწმეთ ავტომობილის ისტორია
შეამოწმეთ გამყიდველის უფლებამოსილება
შეამოწმეთ მანქანა სერვისში
რა დოკუმენტები უნდა გადმოგცეთ გამყიდველმა?
აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებთ.
- Umowa kupna-sprzedaży — ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, თუ კერძო პირისგან ყიდულობთ
- Faktura — ინვოისი, თუ გარიგება დილერთან ან კომპანიასთან ფორმდება
- Dowód rejestracyjny — ავტომობილის სარეგისტრაციო დოკუმენტი
- მოქმედი ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია
- ავტომობილის სანომრე ნიშნები, თუ ისინი გადმოგეცემათ
- მოქმედი OC დაზღვევის პოლისის მონაცემები
- ავტომობილის გასაღებები და სხვა თანმხლები დოკუმენტები
მანქანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება
თუ ავტომობილს კერძო პირისგან ყიდულობთ, გარიგება წერილობითი ხელშეკრულებით — Umowa kupna-sprzedaży — გააფორმეთ.
📝 ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს
გამყიდველისა და მყიდველის მონაცემები · ხელშეკრულების თარიღი და ადგილი · ავტომობილის მარკა, მოდელი, VIN და სანომრე ნიშანი · შეთანხმებული ფასი · გადახდის პირობები · მხარეთა ხელმოწერები.
ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა — OC
პოლონეთში ავტომობილის მფლობელს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა — OC — უნდა ჰქონდეს. ეს დაზღვევა მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს ფარავს და არ ნიშნავს, რომ თქვენი საკუთარი მანქანის დაზიანებაც ანაზღაურდება.
🛡️ OC — სავალდებულო
მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის დაფარვა. ყველა მფლობელისთვის სავალდებულო.
🚗 AC — სურვილისამებრ
საკუთარი მანქანის დაზიანების ან ქურდობისგან დამატებითი დაცვა.
PCC გადასახადი
ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. თუ მეორად ავტომობილს პოლონეთში კერძო პირისგან ყიდულობთ, გარიგებაზე, ჩვეულებრივ, ვრცელდება სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების გადასახადი — PCC, რომლის განაკვეთი უმეტეს შემთხვევაში საბაზრო ღირებულების 2%-ია.
📊 გაანგარიშების მაგალითი
როგორ დავარეგისტრიროთ ავტომობილი პოლონეთში?
თუ პოლონეთში უკვე რეგისტრირებული მეორადი მანქანა შეიძინეთ, შემდეგი ნაბიჯი მისი ხელახალი რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანაა.
შეაგროვეთ დოკუმენტები
იპოვეთ შესაბამისი უწყება
შეავსეთ განაცხადი
გადაიხადეთ რეგისტრაციის საფასური
შეინახეთ განაცხადის დამადასტურებელი დოკუმენტი
რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
- შევსებული სარეგისტრაციო განაცხადი
- ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი — ხელშეკრულება ან ინვოისი
- არსებული Dowód rejestracyjny
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- უცხოელისთვის — პოლონეთში ლეგალური ყოფნისა და საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტები
- სანომრე ნიშნები ან მათ შესახებ განცხადება
- მოქმედი ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი ინფორმაცია
- რეგისტრაციის საფასურის გადახდის დასტური
- PCC-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ გეკისრებათ
- მინდობილობა, თუ რეგისტრაციას სხვა პირი ასრულებს
რა ღირს ავტომობილის რეგისტრაცია?
რეგისტრაციის ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, ინარჩუნებთ თუ არა არსებულ სანომრე ნიშნებს.
| სიტუაცია | ღირებულება |
|---|---|
| არსებული სანომრე ნიშნების შენარჩუნებით | 54 PLN |
| ახალი სტანდარტული სანომრე ნიშნებით | 160 PLN |
| ინდივიდუალური სანომრე ნიშნებით | 1 080 PLN |
ვადის გადაცილება — ჯარიმები
რეგისტრაციის განაცხადის კანონით დადგენილ ვადაში შეუტანლობამ შეიძლება ფინანსური სანქცია გამოიწვიოს.
| ვადის დარღვევა | ჯარიმის საფასური (ფიზიკური პირი) |
|---|---|
| 30-დღიანი ვადის გადაცილება | 500 PLN |
| 180 დღეზე მეტი დაგვიანება | 1 000 PLN |
პოლონეთში უცხოეთიდან ჩამოყვანილი ავტომობილის რეგისტრაცია
თუ ავტომობილი სხვა ქვეყნიდანაა ჩამოყვანილი და ჯერ პოლონეთში არ დარეგისტრირებულა, პროცესი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე უკვე რეგისტრირებული მანქანის ყიდვისას.
- უცხოური სარეგისტრაციო დოკუმენტი
- საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულება ან ინვოისი
- ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტი, თუ საჭიროა
- აკციზის გადასახადის გადახდის ან მისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- საბაჟო დოკუმენტები, შესაბამის შემთხვევებში
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების პოლონური თარგმანი, სავალდებულოობის შემთხვევაში
მანქანის შეძენისას გასათვალისწინებელი საკითხები – Checklist
ყველა ძირითადი ნაბიჯი ერთ ადგილას. მონიშნეთ რაც გაკეთებულია — პროგრეს ბარი ავტომატურად განახლდება.
✅ მანქანის ყიდვა და რეგისტრაციის ჩეკლისტი
დააჭირეთ ჩეკბოქსს შესრულებული პუნქტის მოსანიშნად
⬛ ყიდვამდე
📝 გარიგების გაფორმება
💰 გადასახადი და დაზღვევა
🏛️ რეგისტრაცია — 30 დღის ვადაში
მანქანა ყიდვა — სწორად, ვადაში, პრობლემების გარეშე
პოლონეთში მეორადი ავტომობილის ყიდვა რამდენიმე ეტაპისგან შედგება: ყიდვამდე გარდაუვალი შემოწმება, სწორი დოკუმენტების გაფორმება, დაზღვევა, PCC გადასახადი და 30-დღიანი ვადა რეგისტრაციისთვის. ეს ნაბიჯები ხელს გიშლით მომავალ პრობლემებში და გაძლევთ იმ დოკუმენტურ საფუძველს, რაც პოლონეთში კანონიერი ავტომფლობელისთვისაა საჭირო. თუ ამ პროცესში დახმარება გჭირდებათ, ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ მოძებნოთ ქართველი სპეციალისტები პოლონეთში.
ავტორი: ანა როგავა

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.
