Skip to content
სხვადასხვა

საშობაო ბაზრობები ევროპაში 2026

საშობაო მოგზაურობა · ევროპა 2026

საშობაო ბაზრობები ევროპაში 2026 —
საუკეთესო ქალაქები, თარიღები და მარშრუტი ქუთაისიდან

🎄 10 ბაზრობა ✈️ ქუთაისიდან 🚆 მატარებლის მარშრუტი 👨‍👩‍👧‍👦 ოჯახებისთვის

ევროპაში შობა დეკემბრამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ნოემბრის ბოლოდან ქალაქების ისტორიული მოედნები განათებებით, ხის პატარა სახლებით, ცხელი ღვინისა და დარიჩინის სურნელით ივსება — და საშობაო ბაზრობები მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცევა.

⚠️ მნიშვნელოვანია: ზოგიერთი ბაზრობის 2026 წლის საბოლოო განრიგი შეიძლება განახლდეს. ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნამდე კონკრეტული ბაზრობის ოფიციალური გვერდის გადამოწმება რეკომენდებულია.
🎄

2026 წლის საშობაო ბაზრობების კალენდარი

ქალაქი და ბაზრობა ქვეყანა 2026 წლის თარიღები
სტრასბურგი – Christkindelsmärik 🇫🇷 საფრანგეთი 26 ნოემბ. – 24 დეკემბ.
ვენა – Rathausplatz Christkindlmarkt 🇦🇹 ავსტრია 13 ნოემბ. – 26 დეკემბ.
კიოლნი – Cathedral Market 🇩🇪 გერმანია 16 ნოემბ. – 23 დეკემბ.
ნიურნბერგი – Christkindlesmarkt 🇩🇪 გერმანია 27 ნოემბ. – 24 დეკემბ.
პრაღა – Old Town Square 🇨🇿 ჩეხეთი 28 ნოემბ. 2026 – 6 იანვ. 2027
კრაკოვი – Main Square 🇵🇱 პოლონეთი 27/28 ნოემბ. 2026 – 1 იანვ. 2027* წინასწარი თარიღი
ვროცლავი – Rynek 🇵🇱 პოლონეთი 22/27 ნოემბ. 2026 – 7 იანვ. 2027* წინასწარი თარიღი
გდანსკი – Targ Węglowy 🇵🇱 პოლონეთი 20 ნოემბ. – 23 დეკემბ. 2026* წინასწარი თარიღი
ბრიუსელი – Winter Wonders 🇧🇪 ბელგია 27 ნოემბ. 2026 – 3 იანვ. 2027* წინასწარი თარიღი
ბუდაპეშტი – Vörösmarty Sq. & Basilica 🇭🇺 უნგრეთი ნოემბ. ბოლო – იანვ. დასაწყ.* საბოლოო თარიღი გადასამოწმებელია
📌 ვენის Rathausplatz — ოფიციალურად 13 ნოემბ. – 26 დეკემბ.; ყინულის მოედანი 6 იანვრამდე. ნიურნბერგი — 27 ნოემბ. – 24 დეკემბ. (24-ში მხოლოდ 14:00 საათამდე). პრაღა — 28 ნოემბრი 2026 – 6 იანვ. 2027 (ოფიციალური).
🎅

10 საშობაო ბაზრობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

1

🇫🇷 სტრასბურგი — Christkindelsmärik

📅 26 ნოემბერი – 24 დეკემბერი 2026

სტრასბურგს ხშირად”შობის დედაქალაქს“ უწოდებენ. საშობაო პერიოდში ქალაქის ისტორიულ ქუჩებსა და მოედნებს განათებები ამშვენებს, ხის პატარა ჯიხურებში სადღესასწაულო ნივთები და ადგილობრივი პროდუქტები იყიდება, ქალაქის იერს კი განსაკუთრებულ ხიბლს ალზასური არქიტექტურა სძენს. ამ ყველაფერს ემატება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც საშობაო გარემოს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

თუ თქვენთვის საშობაო მოგზაურობის მთავარი ნაწილი სადღესასწაულო ატმოსფერო, ულამაზესი დეკორაციები და ძველი ევროპული ქალაქის ხიბლია, სტრასბურგი ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს სამოგზაურო სიაში.

2

🇦🇹 ვენა — Rathausplatz Christkindlmarkt

📅 13 ნოემბერი – 26 დეკემბერი 2026

ვენაში, Rathausplatz-ის მოედანზე, საშობაო ბაზრობას სადღესასწაულო განათებებით მორთული პარკი და Vienna Ice World ემატება. აქ სტუმრებს ყინულზე სრიალის შესაძლებლობა აქვთ, ბავშვებისთვის კი მოწყობილია სპეციალური გასართობი სივრცეები, კარუსელები და საბავშვო ყინულის მოედანი. ეს ვენას განსაკუთრებით მიმზიდველ მიმართულებად აქცევს ოჯახური საშობაო მოგზაურობისთვის.

ვენაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: Schönbrunn Palace (6 ნოემბ.–6 იანვ.), Spittelberg, Freyung, Karlsplatz.

🍷 აუცილებლად დააგემოვნეთ: Kaiserschmarrn · შემწვარი წაბლი · Glühwein
3

🇩🇪 კიოლნი — Cathedral Christmas Market

📅 16 ნოემბერი – 23 დეკემბერი 2026

იოლნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა შთამბეჭდავი კიოლნის საკათედრო ტაძრის ფონზე იმართება. სწორედ ეს მდებარეობა ქმნის მის განსაკუთრებულ იერს და ბაზრობას ქალაქის ერთ-ერთ მთავარ საშობაო ღირსშესანიშნაობად აქცევს. თუმცა, კიოლნში მხოლოდ ერთი ბაზრობა არ დაგხვდებათ — სხვადასხვა მოედანზე მოწყობილი საშობაო ბაზრობები საშუალებას გაძლევთ, ქალაქი უფრო მრავალფეროვანი კუთხით აღმოაჩინოთ.

🚂 სადგური პირდაპირ ღირსშესანიშნაობებთანაა — მატარებლით მოსვლა განსაკუთრებით მოსახერხებელია.
4

🇩🇪 ნიურნბერგი — Christkindlesmarkt

📅 27 ნოემბერი – 24 დეკემბერი 2026 (24-ში 14:00-მდე)

ნიურნბერგი კლასიკური გერმანული შობის ატმოსფეროს გასაცნობად იდეალური არჩევანია. მისი ისტორიული საშობაო ბაზრობა საუკუნოვან ტრადიციას აერთიანებს, სადაც დაახლოებით 180 წითელ-თეთრი ჯიხური ტრადიციულ დეკორაციებს, ხელნაკეთ ნივთებსა და ადგილობრივ ტკბილეულს გთავაზობთ.

🍴 აუცილებლად დააგემოვნეთ: Nürnberger Rostbratwurst · Lebkuchen · Feuerzangenbowle
👧 ბავშვებისთვის: Kinderweihnacht + Sternenhaus (160+ ღონისძიება 28 ნოემბ.–23 დეკემბ.)
5

🇨🇿 პრაღა — Old Town Square

📅 28 ნოემბერი 2026 – 6 იანვარი 2027

პრაღაში შობა ზღაპრულ გარემოში გატარებულ დღესასწაულს ჰგავს. ძველი ქალაქის მოედანი, გოთიკური ეკლესიები, ასტრონომიული საათი და სადღესასწაულო განათებები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. საშობაო ბაზრობა ვაცლავის მოედანზეც იმართება და 28 ნოემბრიდან 6 იანვრამდე გაგრძელდება.

🥐 აუცილებლად დააგემოვნეთ: trdelník · klobása · langoš · svařák
6

🇵🇱 კრაკოვი — Main Square (Rynek Główny)

📅 დაახლ. 27/28 ნოემბ. 2026 – 1 იანვ. 2027

კრაკოვის საშობაო ბაზრობა ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ისტორიულ მოედანზე იმართება. Sukiennice, წმინდა მარიამის ბაზილიკა და განათებული ძველი ქალაქი განსაკუთრებულ სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის.

🧀 აუცილებლად დააგემოვნეთ: Oscypek (შებოლილი ყველი მოცვის სოუსით) · pierogi · kiełbasa · grzaniec
🚶 რჩევა: დღით Kazimierz-ში გასეირნება, საღამოს Rynek-ზე დაბრუნება.
7

🇵🇱 ვროცლავი — Rynek

📅 წინასწარ: 22/27 ნოემბ. 2026 – 7 იანვ. 2027

ვროცლავის საშობაო ბაზრობა ფერად ისტორიულ შენობებს, განათებულ ქუჩებსა და ხის პატარა სახლებს აერთიანებს. ქალაქის ცნობილი ჯუჯების ქანდაკებები კი მის აღმოჩენას განსაკუთრებით სახალისოს ხდის, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

🧌 ბავშვებისთვის: ბაზრობა + ჯუჯებზე ნადირობა ქუჩებში!
8

🇵🇱 გდანსკი — Targ Węglowy / Main Town

📅 წინასწარ: 20 ნოემბ. – 23 დეკემბ. 2026

გდანსკი განსხვავებული არჩევანია მათთვის, ვისაც საშობაო ბაზრობასთან ერთად ზღვისპირა ქალაქის აღმოჩენაც სურს. სადღესასწაულო დეკორაციებს აქ ბალტიის ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი ჰანზური არქიტექტურა ემატება.

9

🇧🇪 ბრიუსელი — Winter Wonders

📅 წინასწარ: 27 ნოემბ. 2026 – 3 იანვ. 2027

Winter Wonders ბრიუსელში საშობაო დღესასწაული ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია გადანაწილებული. განათებები, ყინულის მოედანი, მრავალფეროვანი საკვები და გასართობი ღონისძიებები ქალაქს დიდ სადღესასწაულო სივრცედ აქცევს.

10

🇭🇺 ბუდაპეშტი — Vörösmarty Square & St Stephen’s Basilica

📅 ნოემბ. ბოლო – 2027 იანვ. დასაწყისი (გადამოწმება სასურველია)

ბუდაპეშტში საშობაო მოგზაურობა ქალაქის ცნობილი თერმული აბანოებითაც შეგიძლიათ გაამდიდროთ. დღისით დაათვალიერეთ ქალაქი და დაისვენეთ აბანოებში, საღამოს კი ეწვიეთ საშობაო ბაზრობებს Vörösmarty Square-სა და წმინდა სტეფანეს ბაზილიკასთან.

✈️

ჩვენი რეკომენდებული მარშრუტი ქუთაისიდან

თუ საქართველოდან მიდიხართ და ერთ მოგზაურობაში რამდენიმე საშობაო ბაზრობის ნახვა გინდათ, გირჩევთ ცენტრალური ევროპის კომპაქტურ მარშრუტს — ქალაქებს შორის მატარებლით გადაადგილებით.

⭐ ოთხქალაქიანი მარშრუტი

✈️ქუთაისი → კრაკოვი
↓
🚆კრაკოვი → ვროცლავი (დაახლ. 3–3.5 სთ)
↓
🚆ვროცლავი → ვენა (დაახლ. 4.5–5 სთ)
↓
🚆ვენა → პრაღა (დაახლ. 4 სთ)
↓
✈️პრაღა → ქუთაისი
💡 ამ მარშრუტით ერთ მოგზაურობაში ნახავთ ოთხ განსხვავებულ ქალაქს და მინიმუმ ხუთ მნიშვნელოვან საშობაო ბაზრობას.
📅

10-დღიანი გეგმა

დღე 1 ქუთაისი → კრაკოვი. ჩაფრენა, დაბინავება, საღამოს პირველი გასეირნება Rynek Główny-ზე.
დღე 2 კრაკოვი. Wawel, Kazimierz — საღამოს ისევ საშობაო ბაზრობა. ვაველის გზამკვლევი →
დღე 3 კრაკოვი → ვროცლავი. მატარებლით 3–3.5 სთ. საღამოს — ვროცლავის Rynek.
დღე 4 ვროცლავი. ძველი ქალაქი, Ostrów Tumski — და ჯუჯებზე ნადირობა! ვროცლავის გზამკვლევი →
დღე 5 ვროცლავი → ვენა. მატარებლით 4.5–5 სთ. საღამოს — პირველი ვენური ბაზრობა.
დღე 6 ვენა. აირჩიეთ 2–3 ბაზრობა: Rathausplatz + Schönbrunn + Spittelberg ან Freyung.
დღე 7 ვენა → პრაღა. პირდაპირი მატარებელი, დაახლ. 4 სთ. საღამოს — Old Town Square.
დღე 8 პრაღა. Charles Bridge, Prague Castle, Malá Strana + საშობაო ბაზრობები.
დღე 9 პრაღა. თავისუფალი დღე — Český Krumlov-ში ერთდღიანი გასვლა, ან მშვიდი სეირნობა.
დღე 10 პრაღა → ქუთაისი.
✈️ open-jaw რჩევა: ქუთაისი → კრაკოვი / პრაღა → ქუთაისი
🚆

7–8-დღიანი საშობაო მოგზაურობის მარშრუტი

კომპაქტური ვარიანტი

✈️ქუთაისი → კრაკოვი (2 ღამე)
↓
🚆კრაკოვი → ვროცლავი (2 ღამე) · 3–3.5 სთ
↓
🚆ვროცლავი → პრაღა (2–3 ღამე) · 3.5–4 სთ
↓
✈️პრაღა → ქუთაისი
💡 ვროცლავი შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ დრო კიდევ უფრო შეზღუდულია

👨‍👩‍👧‍👦

საშობაო ბაზრობები ოჯახთან ერთად

ბავშვებთან ერთად ბაზრობის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ კარუსელებს, საბავშვო პროგრამებს, ყინულის მოედნებს და თბილ სივრცეებს.

🥇

ვენა — Rathausplatz & Schönbrunn

Rathausplatz: დიდი ყინულის მოედანი, საბავშვო სამყარო, კარუსელი, საბავშვო პროგრამები, განათებული პარკი. Schönbrunn: ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობები, საბავშვო ყინულის მოედანი.
🥈

ნიურნბერგი — Kinderweihnacht

ცალკე Kinderweihnacht: კარუსელები, ორთქლის მატარებელი, შემოქმედებითი სახელოსნოები. Sternenhaus: 160+ კულტურული ღონისძიება ბავშვებისთვის 28 ნოემბ.–23 დეკემბ. ყურადღება: ბაზრობა 24 დეკ.-ს იხურება!
🥉

ვროცლავი — ბაზრობა + ჯუჯებზე ნადირობა

მთელი დღე შეიძლება გადაიქცეს თამაშად: იპოვეთ რაც შეიძლება მეტი ჯუჯა ქუჩებში, საღამოს კი ბაზრობაზე. განსაკუთრებით კარგია პატარა ბავშვებისთვის, ვისაც მხოლოდ ჯიხურების თვალიერება მალევე მობეზრდება.
✨

კრაკოვი — ციხე + ლეგენდები + ბაზრობა

Wawel → დრაკონის მღვიმე → ძველი ქალაქი → საშობაო ბაზრობა — ეს კომბინაცია განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებისთვის, ვისაც ციხესიმაგრეები და ლეგენდები უყვართ.

🧤

პრაქტიკული რჩევები მოგზაურობისთვის

🗓️ როდის წავიდეთ?

დეკემბრის პირველი 2 კვირა- შედარებით ნაკლები ხალხი. შობის შემდეგ — პრაღა და ვროცლავი 6–7 იანვრამდე ღიაა.

🚆 მატარებლის ბილეთები

წინასწარ შეძენა ჯობია. პოლონეთი — PKP Intercity, ავსტრია — ÖBB, ჩეხეთი — ČD და RegioJet.

✈️ ქუთაისიდან

open-jaw: ქუთაისი → კრაკოვი / პრაღა ან ვენა → ქუთაისი

👧 ბავშვებთან

საშობაო ბაზრობაზე 2–3 საათზე მეტი დროის გატარება შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, ამიტომ ვიზიტი მუზეუმში, მყუდრო კაფეში ან სხვა საინტერესო ადგილას სტუმრობას შეუთავსეთ. არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმელიც — ზამთარში კომფორტული მოგზაურობისთვის ის აუცილებელია.

🧥 ბავშვებთან ერთად აუცილებლად: თბილი შიდა ფენა · წყალგაუმტარი ტანსაცმელი · ქუდი და ხელთათმანები · დამატებითი წინდები
🎄

როგორ შევარჩიოთ საშობაო მოგზაურობის მარშრუტი?

✈️ პირველად მოგზაურობთ ევროპაში?

კრაკოვი + ვროცლავი + პრაღა — ოპტიმალური კომბინაცია. პოლონეთი ხელმისაწვდომია, ბაზრობები ხანგრძლივი, ქალაქები ლამაზი.

🏛️ კლასიკური ევროპული შობა?

ვენა + ნიურნბერგი — ყველაზე ტრადიციული, ყველაზე ატმოსფეროიანი. პოლონეთთან კომბინაცია შესაძლებელია.

👨‍👩‍👧‍👦 ოჯახური მოგზაურობა?

ვენა ან ნიურნბერგი — საბავშვო პროგრამები, კარუსელები, ყინულის მოედანი. ვროცლავი ჯუჯებით — ბონუს ვარიანტი.

🎄 განსაკუთრებული ატმოსფერო?

სტრასბურგი ან კიოლნი — ბაზრობა გარემოსა და ატმოსფეროს გამო, ისტორიული ქალაქებში.

🔑 ნებისმიერი მარშრუტი შეიძლება დაუვიწყარ მოგზაურობად იქცეს, მთავარია, საშობაო ბაზრობების ნამდვილი ხიბლი შეიგრძნოთ. ეს არის განათებული ქუჩები, სადღესასწაულო მუსიკა, დარიჩინისა და ცხელი სასმელების სურნელი და ის განსაკუთრებული განწყობა, რომელიც ევროპულ ქალაქებს შობის პერიოდში ზღაპრულ იერს სძენს.
✈️ პოლონეთში ტაქტიკური მოგზაურობის სრული გზამკვლევი: ტურიზმი პოლონეთში 2026

❓

FAQ

❓

რომელი ევროპული ქალაქის საშობაო ბაზრობა ყველაზე ცნობილია?

სტრასბურგი, ვენა, ნიურნბერგი და პრაღა ხშირად ყველაზე ცნობილ ევროპულ საშობაო ბაზრობებს შორის არიან. ყველა მათგანს სხვადასხვა სტილი და ატმოსფერო აქვს.

❓

საქართველოდან რომელ ქალაქში ჩაფრენა ჯობია?

ქუთაისიდან კრაკოვი ხშირად მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი არჩევანია. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ღია მარშრუტის ბილეთი (open-jaw): ქუთაისი–კრაკოვი, უკან კი პრაღა–ქუთაისი. ასე რამდენიმე ქალაქის მონახულებას ზედმეტი უკან დაბრუნების გარეშე შეძლებთ.

❓

რამდენი დღე სჭირდება ასეთ მოგზაურობას?

7–8 დღე საკმარისია სამი ქალაქის მოსანახულებლად, 10 დღე — ოთხი ქალაქის შედარებით მშვიდად დასათვალიერებლად, ხოლო 14 დღე საშუალებას მოგცემთ, 5–6 ქალაქს ეწვიოთ და საშობაო ატმოსფეროთი აუჩქარებლად დატკბეთ.

❓

ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას რომელი ქალაქია საუკეთესო??

ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანია ვენა, ნიურნბერგი და ვროცლავი. ვენაში პატარებს Rathausplatz-ისა და Schönbrunn-ის საშობაო სივრცეები ელოდებათ, ნიურნბერგში — სპეციალური საბავშვო ბაზრობა Kinderweihnacht, ხოლო ვროცლავში ქალაქის ცნობილი ჯუჯების ძებნა მოგზაურობას სახალისო თავგადასავლად აქცევს.

❓

საჭიროა თუ არა საშობაო ბაზრობებზე წინასწარი ჯავშანი?

საშობაო ბაზრობებზე შესვლა, როგორც წესი, უფასოა და წინასწარ დაჯავშნას არ საჭიროებს. თუმცა, სასურველია, სასტუმრო და მატარებლის ბილეთები წინასწარ შეიძინოთ, განსაკუთრებით დეკემბრის პირველ ორ კვირაში, როდესაც მოთხოვნა მაღალია.

შობა ევროპაში — შთაბეჭდილებები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ

ევროპის საშობაო ბაზრობები მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიება არ არის — ეს ის დროა, როცა ქალაქები განსაკუთრებულ იერს იძენს. განათებული ქუჩები, მორთული მოედნები, საშობაო მუსიკა, ცხელი სასმელების სურნელი და დეკემბრის ცივი საღამოები ქმნის იმ ატმოსფეროს, რომლის გამოც ამ პერიოდში ევროპაში მოგზაურობას ბევრი ადამიანი გეგმავს.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box

error: Content is protected !!