თომა მაღლაკელიძე პოლონეთში მყოფი ათობით ქართველი ემიგრანტის სახელით იმ მძიმე რეალობაზე საუბრობს, რომელმაც მათი წლების განმავლობაში ნაშენები სტაბილურობა ერთ დღეში დაანგრია. ქალაქ ლეგნიცაში შვიდწლიანი კეთილსინდისიერი შრომის, მოწყობილი ყოფისა და ოჯახური სიმშვიდის შემდეგ, ქართველები მოულოდნელი დარტყმის წინაშე აღმოჩნდნენ: საწარმოს მფლობელების გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებამ და ქარხნის დახურვამ ხალხი ქუჩაში ყოველგვარი გარანტიების გარეშე დატოვა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს პოლონეთის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ქართველების გამარტივებული წესით დასაქმებას კრძალავს და მათ სამართლებრივ ჩიხში აქცევს. იხილეთ ვიდეო: ავტორი:ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია ქართველი ექიმის ემიგრაციის ისტორია პოლონეთში და გზა წარმატებამდე უცხოს შიშით განპირობებული უცხო კულტურის მიუღებლობა