• 10 ივნ 00:16:12

2026 წლის 27-29 მაისს პოლონეთში, კერძოდ კი ველიკოპოლსკის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრსა და პოზნანის სუპერკომპიუტერების ცენტრში, მასშტაბური ინტერდისციპლინარული სემინარი გაიმართა, რომელიც ონკოლოგიურ ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას მიეძღვნა.

ღონისძიებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი კაროლ პოლომი ველიკოპოლსკის ონკოლოგიის ცენტრიდან, სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ქირურგები საქართველოდანაც.

გთავაზობთ მათთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს, სადაც ჩვენი ექიმები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ონკოლოგიურ ქირურგიას და რა როლი აქვს გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობას რთული პროცედურების დაგეგმვასა თუ ექიმების გადამზადებაში.

W dniach 27-29 maja 2026 roku w Wielkopolskim Centrum Onkologii oraz Poznańskim Centrum Superkomputerowo-Sieciowym odbyło się duże interdyscyplinarne seminarium poświęcone wdrażaniu sztucznej inteligencji i zaawansowanych technologii w chirurgii onkologicznej.

W wydarzeniu, któremu przewodniczył prof. Karol Połom z Wielkopolskiego Centrum Onkologii, obok czołowych specjalistów z różnych krajów uczestniczyli również chirurdzy z Gruzji.

Przedstawiamy wywiad wideo z ich udziałem, w którym gruzińscy lekarze opowiadają o tym, jak sztuczna inteligencja zmienia chirurgię onkologiczną oraz jaką rolę odgrywają rozszerzona i wirtualna rzeczywistość w planowaniu skomplikowanych procedur oraz szkoleniu lekarzy.

ავტორი: ნათია ქიმაძე



Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

იქნებ გამოგრჩათ?

error: Content is protected !!