Skip to content
სხვადასხვა

ხშირად დასმული კითხვები — Ria Money Transfer (პარტნიორული მასალა)

Ria Money Transfer-ის სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით მომხმარებელთა მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს კომპანიის წარმომადგენელი გურამ გუბელაძე პასუხობს.

პრომოკოდი და ფასდაკლება

როგორ ვისარგებლო Kartuli.News-ის სპეციალური პრომოკოდით?

თუ Ria-ს აპლიკაციით თანხას პირველად აგზავნით, გადარიცხვისას მიუთითეთ სპეციალური პრომოკოდი RIAKARTULI. პრომოკოდის გამოყენების შემთხვევაში პირველი გზავნილის საკომისიოზე 100%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

თანხის გაგზავნის გზები და აპლიკაცია

როგორ გავაგზავნო თანხა საქართველოში?

თანხის ონლაინ გასაგზავნად საჭიროა:

  1. ჩამოტვირთოთ Ria Money Transfer-ის აპლიკაცია;
  2. გაიაროთ რეგისტრაცია;
  3. შეავსოთ მიმღების მონაცემები;
  4. გადარიცხვის დადასტურებამდე გადაამოწმოთ გაცვლითი კურსი, საკომისიო და გადასახდელი თანხა;
  5. დაადასტუროთ გზავნილი.

თანხის გაგზავნა ასევე შესაძლებელია Ria-ს მომსახურების პუნქტებიდან. კომპანიის მთავარი ფილიალი ვარშავის ცენტრალურ სადგურზე მდებარეობს. ფილიალები იხილეთ აქ

როგორ ვიპოვო Ria-ს აპლიკაცია?

Ria-ს ოფიციალური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში. საძიებო ველში ჩაწერეთ: Ria Money Transfer. ან გადმოწერე რიას აპლიკაცია

Ria-ს დამოუკიდებელი აპლიკაცია აქვს?

დიახ, Ria Money Transfer-ს აქვს დამოუკიდებელი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც თანხის საქართველოში გაგზავნა პირდაპირ მობილური ტელეფონიდან შეგიძლიათ. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და, თუ სერვისით პირველად სარგებლობთ, გამოიყენეთ პრომოკოდი RIAKARTULI, რათა პირველი გზავნილის საკომისიოზე 100%-იანი ფასდაკლება მიიღოთ.

რამდენია გზავნილის საკომისიო?

Ria-ს აპლიკაციაში პირველი გზავნილის საკომისიო სრულად უფასოა, თუ აკმაყოფილებთ აქციის პირობებს და იყენებთ პრომოკოდს RIAKARTULI.

შემდგომი გზავნილების საკომისიო დამოკიდებულია:

  • გასაგზავნი თანხის ოდენობაზე;
  • გადარიცხვის მიმართულებაზე;
  • თანხის გადახდისა და მიღების არჩეულ მეთოდზე.

ზუსტ საკომისიოს გადარიცხვის დადასტურებამდე აპლიკაციაში ნახავთ.

რა კურსით გადაიცვლება ზლოტი ლარში?

მიმდინარე გაცვლითი კურსისა და გზავნილის საბოლოო ღირებულების ნახვა Ria-ს აპლიკაციაში გადარიცხვის დადასტურებამდე შეგიძლიათ. ეს საშუალებას გაძლევთ, წინასწარ გადაამოწმოთ, რამდენ თანხას მიიღებს ადრესატი და რა იქნება გზავნილის სრული ღირებულება.

შესაძლებელია თანხის პირდაპირ ქართულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა?

დიახ. შესაბამისი მომსახურების არჩევისას უნდა მიუთითოთ მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები, რის შემდეგაც თანხა პირდაპირ ანგარიშზე ჩაირიცხება.

თანხის მიღება საქართველოში

სად შეიძლება Ria-ს გზავნილის მიღება საქართველოში?

Ria-ს გზავნილის მიღება შესაძლებელია:

  • საქართველოს ბანკში;
  • TBC ბანკში;
  • Rico-ში;
  • Intel Express-ში;
  • Ria-ს სხვა პარტნიორ მომსახურების პუნქტებში საქართველოს მასშტაბით.

კონკრეტული პუნქტის მომსახურებისა და თანხის მიღების პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.

შესაძლებელია Ria-ს გზავნილის საქართველოს ბანკში მიღება?

დიახ, საქართველოს ბანკის მეშვეობით Ria-ს გზავნილის მიღება და განაღდება შესაძლებელია.

საჭირო მონაცემები და დოკუმენტაცია

რა მონაცემებია საჭირო თანხის გაგზავნისას?

როგორც წესი, საჭიროა მიმღების სახელი და გვარი — ზუსტად ისე, როგორც მის მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული. გზავნილის გაგზავნის ეტაპზე მიმღების პირადი ნომრის წარდგენა, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის. თუმცა მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს გზავნილის ტიპისა და არჩეული მომსახურების მიხედვით.

რა დოკუმენტები სჭირდებათ გამგზავნსა და მიმღებს?

როგორც წესი, საჭიროა მოქმედი პირადობის დამატურებელი დოკუმენტი:

  • პირადობის მოწმობა; ან
  • პასპორტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენაც გახდეს საჭირო.

შეუძლია თუ არა სხვა ადამიანს გზავნილის მიღება?

არა. თანხის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც გზავნილში მიმღებად არის მითითებული. თანხის გაცემისას მან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. მიმღების სახელი და გვარი გზავნილში ზუსტად უნდა ემთხვეოდეს დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს.

დიდი თანხის გაგზავნისას შეიძლება დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ?

დიახ. გზავნილის ოდენობისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტების წარმოდგენა.

მიმართულება: საქართველოდან ევროპაში

შესაძლებელია საქართველოდან ევროპაში თანხის აპლიკაციით გაგზავნა?

საქართველოდან ევროპაში თანხის გაგზავნის ხელმისაწვდომი მეთოდები შესაძლოა დამოკიდებული იყოს კონკრეტულ ბანკზე, მომსახურებასა და გადარიცხვის მიმართულებაზე. არსებული სერვისებისა და პირობების შესახებ განახლებული ინფორმაცია უშუალოდ თქვენს ბანკში უნდა გადაამოწმოთ.

იგეგმება თუ არა საქართველოდან ევროპაში თანხის აპლიკაციით გაგზავნის შესაძლებლობის დამატება?

სამომავლო გეგმებისა და ახალი სერვისების შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია Ria Money Transfer-ის ოფიციალურ არხებში ან თქვენს მომსახურე ბანკში შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აქციის პირობები, საკომისიო, გაცვლითი კურსი და მომსახურების ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს. გზავნილის დადასტურებამდე ყველა მონაცემი Ria-ს აპლიკაციაში ან კომპანიის ოფიციალურ მომსახურების პუნქტში გადაამოწმეთ.

თუ Ria Money Transfer-ის სერვისთან დაკავშირებით დამატებითი კითხვა გაქვთ, მოგვწერეთ კომენტარებში — თქვენს შეკითხვებს კომპანიის წარმომადგენელს გადავცემთ.

მოამზადა ნათია ქიმაძემ

Facebook Comments Box

error: Content is protected !!