გაიგეთ, რატომ არის პოლონეთში, კერძოდ კი ვროცლავში, ქართული სკოლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიასპორისთვის.
დღეს ჩვენი ვიდეობლოგის სტუმარია ქართული საკვირაო სკოლა ,,ათინათის” ხელმძღვანელი, სოფია ჯანჯღავა. სკოლამ ფუნქციონირება უკვე მეორე წელია დაიწყო და დღეს სწორედ ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეა!
აღსანიშნავია, რომ სკოლის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა პოლონური ორგანიზაციის Semper Avanti-ს მხარდაჭერით – სწორედ მათ დაუთმეს სკოლას ოფისი, ასევე ჩამოიყვანეს ორი მოხალისე სკოლის აქტივობებისთვის, რომლებიც სრულად დაფინანსდნენ ორგანიზაციის მიმდინარე ESC პროექტის ფარგლებში. Semper Avanti აქტიურად უჭერდა მხარს სკოლის ყველა ინიციატივას და მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა მისი განვითარების პროცესში.
ხოლო წელს,სკოლის გახსნა განახორციელა ქართული ასოციაცია „საქართველო“-მ ორგანიზაცია Wroclaw Possibilities Know No Borders-ის მხარდაჭერით.
ჩვენს ინტერვიუში სოფია ჯანჯღავა გულახდილად საუბრობს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რაც ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას უკავშირდება ემიგრაციაში მცხოვრები მომავალი თაობისთვის.
საკვირაო სკოლის მისამართი იხილეთ ჩვენს ქართულენოვან რუკაზე:https://site.kartuli.news/location-details.php?id=10
ავტორი: ნათია ქიმაძე
