დღევანდელ ვიდეობლოგში გვსურს გაგაცნოთ ანა კარიაული, ქართველი ემიგრანტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ცხოვრობს.
პროფესიით პედაგოგი, ანა დღეს იტალიურ რესტორანში უფროს მზარეულად მუშაობს და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ყველას, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობს ან ამ გზის დაწყებას გეგმავს.საუბარში ანა გულწრფელად იხსენებს იმ სირთულეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას შეხვდა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, პოლონელთა დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ ადაპტაციაში დაეხმარებათ.
ავტორი: ნათია ქიმაძე
Facebook Comments Box
