ფოტოგრაფია, ოჯახი და წარმატება პოლონეთში

​8 წელი პოლონეთში, ორი პატარა გოგონა და მოთხოვნადი პროფესია. როგორ ახერხებს ქართველი მარგარიტა ხუბუა ამ ყველაფრის შეთავსებას? ​მარგარიტა დასაქმებულია ფრანგულ კომპანიაში და სპეციალიზებულია საკვებისა და რესტორნების ფოტოგრაფიაში. მისი სამსახურის რეიტინგი მაღალია, კლიენტურა კი მრავალფეროვანი – ვროცლავიდან ვარშავამდე და გდანსკამდე. ​გაიგეთ, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი საქმის ქონა, როგორ უწყობს ხელს მეუღლე წარმატების მიღწევაში და რატომ ეკიდება ქართველ კლიენტებთან მუშაობას განსაკუთრებული მოტივაციით. ​ნახეთ ჩვენი ვიდეობლოგი, სადაც მარგარიტა გულწრფელად მოგვითხრობს ემიგრანტის ცხოვრებაზე, პროფესიულ მიზნებსა და დედის როლზე.

იხილეთ ფოტოგრაფის ინსტაგრამ გვერდი:
https://www.instagram.com/margaritakhubua?igsh=dTNlem9yeWxxanhm

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!