• 5 აპრ 09:24:27

თუ ევროპაში სწავლის იდეა გაქვს, გინდა კარგი განათლება და რეალური ხელმისაწვდომობა, პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე გონივრული არჩევანია 2026 წელს.
ეს ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია გახდა “smart choice” სტუდენტებისთვის — განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.

ამ ბლოგში გიყვებით ყველაფერს — რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

უმაღლესი განათლება პოლონეთში- უნივერსიტეტები პოლონეთში, უნივერსიტეტში რეგისტრაციის პორცესი

რატომ პოლონეთი?

პოლონეთი უკვე არ არის უბრალოდ “იაფი ვარიანტი”. დღეს ეს არის:

  • ევროპული ხარისხის დიპლომი (EU-ში აღიარებული)
  • ინგლისურენოვანი პროგრამების დიდი არჩევანი
  • რეალური კარიერული შესაძლებლობები სწავლის შემდეგ
  • შედარებით დაბალი ხარჯები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით

საუკეთესო უნივერსიტეტები პოლონეთში (2026)

თუ რეიტინგებს და საერთაშორისო სტუდენტების გამოცდილებას შევხედავთ, განსაკუთრებით გამოირჩევა:

ამ უნივერსიტეტებს არა მხოლოდ ხარისხი, არამედ საერთაშორისო გარემოც გამოარჩევს.

სწავლის საფასური და ცხოვრების ხარჯები

სწავლის საფასურის დიაპაზონი: €2,000 – €12,000 წელიწადში, პროგრამისა და უნივერსიტეტის მიხედვით.

კონკრეტულად:

  • €2,000 წელიწადში – საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთიანი პროგრამებისთვის
  • €3,000 წელიწადში – პოსტსამაგისტრო, სამეცნიერო, სახელოვნებო, სპეციალიზებული და პოსტდოქტორანტურის სტაჟირებისთვის
  • €2,000 წელიწადში – ერთწლიანი მოსამზადებელი პოლონური ენის კურსისთვის, თუ სწავლას პოლონურ ენაზე იწყებთ

ცხოვრების ხარჯები

ქირა, კვება, ტრანსპორტი და სხვა ყოველდღიური ხარჯები საშუალოდ €330 – €430 თვეში. რეალური ხარჯები ქალაქის მიხედვით განსხვავდება. დედაქალაქი შესაძლოა ოდნავ ძვირი იყოს, ვიდრე პოლონეთის სხვა დიდი ქალაქები. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლებები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კულტურულ აქტივობებზე.

ვიზის მოთხოვნები

EU/EEA-ის სტუდენტები

პოლონეთში სწავლისთვის ვიზა არ გჭირდებათ, თუმცა თუ ქვეყანაში 3 თვეზე მეტხანს დარჩებით, უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ყოფნა. ამის გაკეთება შესაძლებელია შესაბამის რეგიონულ სამთავრობო ოფისში.

არა EU/EEA-ის სტუდენტები

უმეტეს შემთხვევაში, პოლონეთში სწავლისთვის საჭიროა სტუდენტური ვიზა. ვიზის აღება კი შესაძლებელია თქვენს ქვეყანაში პოლონეთის საელჩოში ან საკონსულოში.

პოლონეთში სწავლისთვის საჭირო მოთხოვნები დამოკიდებულია თქვენს სტატუსზე(EU/EEA ან არა EU/EEA) და მოიცავს როგორც უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ასევე ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების სამართლებრივ საფუძვლებს.

სანამ პროცესს დაიწყებთ, აუცილებლად გაეცანით სრულ ინფორმაციას აქ 👈

პოლონეთის სტუდენტური ვიზა - დოკუმენტები

უმაღლესი განათლების სისტემა პოლონეთში

საგანმანათლებლო საფეხურები. პოლონეთში მოქმედებს ბოლონიის სისტემა:

  • ბაკალავრიატი: 3–4 წელი
  • მაგისტრატურა: 1–2 წელი
  • დოქტორანტურა: 3–4 წელი

პოლონეთი ასევე იყენებს ევროპულ კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემას (ECTS), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში აკადემიური კრედიტების შედარებას აადვილებს.

განაცხადის პროცესი

ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაგეხმარებათ პოლონეთში სწავლის დაწყებაში.

  • აირჩიეთ პროგრამა და უნივერსიტეტი

შეისწავლეთ სასწავლო პროგრამები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კარიერულ მიზნებს. თითოეულ უნივერსიტეტს შესაძლოა საკუთარი ჩაბარების პირობები ჰქონდეს, ამიტომ დეტალურად გადაამოწმეთ მოთხოვნები.

სწავლის პროგრამებისა და უნივერსიტეტების მოსაძებნად გირჩევთ გამოიყენოთ Study Finder, რომელიც გაგიმარტივებთ არჩევანის პროცესს 👈

  • ეამოწმეთ მიღების მოთხოვნები

გაეცანით თქვენს მიერ არჩეული პროგრამის კონკრეტულ მოთხოვნებს – აკადემიურ განათლებას, ენის ცოდნას და სხვა აუცილებელ პირობებს.

  • მოამზადეთ დოკუმენტები

მოგიწევთ რამდენიმე დოკუმენტის მომზადება, მაგალითად: დიპლომი, ნიშნების ამონაწერი, პასპორტის ასლი და ენის სერტიფიკატი.

  • გააკეთეთ ონლაინ განაცხადი

განაცხადი შეიტანეთ იმ უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე, სადაც გსურთ სწავლა, და აუცილებლად დაიცავით ვადები.

  • ჩარიცხვის წერილი

დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალურ ჩარიცხვის წერილს. ეს დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ვიზა ან ბინადრობის ნებართვა სჭირდება.

  • მოაგვარეთ პრაქტიკული საკითხები

ჩამოსვლამდე მოაგვარეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა დოკუმენტების ლეგალიზაცია, ჯანმრთელობის დაზღვევა და ვიზასთან დაკავშირებული პროცედურები.

სტიპენდიები

პოლონეთი გთავაზობთ სხვადასხვა სტიპენდიას როგორც EU/EEA-ის, ისე არა EU/EEA-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის. შესაძლებლობები განსხვავდება თქვენი ქვეყნის, განათლების საფეხურისა და არჩეული მიმართულების მიხედვით. სტიპენდიამ შეიძლება დაფაროს სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები ან ორივე ერთად.

იხილეთ ხელმისაწვდომი სტიპენდიების სრული ჩამონათვალი აქ 👈

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება პოლონეთში აქტიური, ხელმისაწვდომი და შესაძლებლობებით სავსეა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარებისათვის. უნივერსიტეტებში მოქმედებს სტუდენტური ორგანიზაციები, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და გაცვლითი პროგრამები. სტუდენტები იყენებენ სტუდენტურ ბარათს, რომელიც უზრუნველყოფს ფასდაკლებებს ტრანსპორტზე, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა სერვისებზე.

სტუდენტური ცხოვრება პოლონეთში 2026

ხშირად დასმული კითხვები

ისწავლება თუ არა პროგრამები ინგლისურ ენაზე?

დიახ. პოლონეთის ბევრი უნივერსიტეტი გთავაზობთ ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. ეს საერთაშორისო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ პოლონური ენის ცოდნის გარეშე.

ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებზე ინფორმაცია 👈

შეიძლება თუ არა მუშაობა სწავლის პარალელურად?

დიახ, შესაძლებელია. EU/EEA-ის მოქალაქეებს, პოლონური ბარათის (Card of the Pole) მფლობელებს და არა EU/EEA-ის სტუდენტებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე სწავლობენ და აქვთ სტუდენტური ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ პოლონეთში მუშაობა დამატებითი სამუშაო ნებართვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებმა უნდა დაადასტურონ, რომ ქვეყანაში ცხოვრებისათვის საკმარისი ფინანსური რესურსი აქვთ, სწავლის პარალელურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობა საკმაოდ გავრცელებულია.

დამატებითი და სრულყოფილი ინფორმაციისთვის რეკომენდებულია მიმართოთ ოფიციალურ გვერდს 👈

სავალდებულოა თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?

დიახ, ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა ყველა სტუდენტისთვის. EU-ის სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ევროპის ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი (EHIC).

არა EU-ის სტუდენტებმა უნდა გააფორმონ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა ან ჩასვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ პოლონეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ფონდში (NFZ).

როგორ ვიპოვო საცხოვრებელი?

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, რომელიც შედარებით იაფი და სოციალურად აქტიურია, ან კერძო საცხოვრებელი – ნაქირავები ბინა ან საერთო ბინა. ბევრი უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს ეხმარება საცხოვრებლის მოძიებაში ჩამოსვლამდე.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box

By ანა როგავა

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.

იქნებ გამოგრჩათ?

error: Content is protected !!