ზამთარი პოლონეთში განსაკუთრებით ლამაზია – თოვლიანი მთები, სუფთა ჰაერი და უამრავი შესაძლებლობა აქტიური თუ მშვიდი დასვენებისთვის. ტატრების, კრკონოშეს და ბესკიდების მთების მასივები სთავაზობენ როგორც თხილამურების მოყვარულთ პროფესიონალურ ტრასებს, ისე მათ, ვისაც სპა-კურორტებში რელაქსაცია სურს. პოლონეთი იდეალური არჩევანია ნებისმიერი დონის სათხილამურო მოგზაურისთვის. თანამედროვე საბაგირო სისტემა პოლონეთის ზამთრის კურორტებზე📸 Photo from Pexels ზამთრის კურორტებზე პოლონეთში სეზონი ძირითადად დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. ყველაზე აქტიური პერიოდია იანვარი-თებერვალი, როცა თოვლი სუფთაა და ტრასები სრულყოფილად მზად არის სრიალისთვის. ამ დროს კურორტები განსაკუთრებით ხალხმრავაიო და აქტიურია — მოქმედებს საბაგიროები, დახურული და ღია რესტორნები, სპა-სასტუმროები, ხოლო ქალაქები, როგორიცაა ზაკოპანე, ივსება აქტიური დასვენების მოყვარულებით. თუ მშვიდი სრიალი გსურთ ნაკლებ ხალხში, დეკემბრის დასაწყისი ან მარტის მეორე ნახევარი საუკეთესო პერიოდია. საუკეთესო სათხილამურო კურორტები პოლონეთის ზამთრის კურორტები გამოირჩევა კარგად მოვლილი ტრასებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. აქ მოცემულია კურორტები, რომლებიც უმაღლესი სტანდარტებით მოემსახურებიან სტუმრებს: Zakopane ხშირად პოლონეთის „ზამთრის დედაქალაქად“ მოიხსენიება, სხვადასხვა სათხილამურო ზონას აერთიანებს. Kasprowy Wierch გამოირჩევა ბუნებრივი თოვლითა და შედარებით რთული ტრასებით, რაც მას გამოცდილ მოთხილამურეთა არჩევანად აქცევს, ხოლო ისეთი ზონები, როგორიცაა Polana Szymoszkowa, ყველა დონისთვის არის მორგებული. ქალაქში კი აქტიური ზამთრის ატმოსფერო სუფევს, მრავალი ბარი და რესტორანი მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობს. Czarna Góra ერთ-ერთი უდიდესი და საოჯახო დასვენებაზე მორგებული კურორტი პოლონეთში. სადაც დაგხვდებათ თანამედროვე საბაგიეროები და სხვადასხვა სირთულის ტრასები. Jurgów Ski შედარებით მშვიდი სათხილამურო ზონა მათთვის, ვისაც ზაკოპანეს ხალხმრავლობისგან მოშორებით, უფრო წყნარ გარემოში სურს სრიალი და დასვენება. Czorsztyn-SKI მცირე სათხილამურო კურორტი ზამთრის ტრასებითა და საბაგიროებით, შესაფერისი ერთდღიანი ან მშვიდი სრიალისთვის. SKI & SUN Świeradów-Zdrój სათხილამურო ტრასები, საბაგირო და საღამოს სრიალის შესაძლებლობა. Szrenica Ski Arena (Szklarska Poręba) დიდი სათხილამურო ზონა რამდენიმე საბაგიროთი და სხვადასხვა სირთულის ტრასებით. Zakopane – პოლონეთის ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი📸Photo from Pexels სპა და დასვენება მთაში თუ თხილამურებით სრიალს კომფორტისა და რელაქსაციის ელემენტებიც გსურთ დაამატოთ, ეს კურორტები ამისთვის არის განკუთვნილი: Krynica-Zdrój ცნობილია როგორც სპა-ქალაქი და ამავე დროს სათხილამურო ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა. Nosalowy Dwór Resort & SPA (ზაკოპანე) – კომპლექსი სპათი, აუზითა და რესტორნებით. Platinum Mountain Hotel & SPA (Szklarska Poręba) – მაღალი კლასის სასტუმრო შიდა და გარე აუზებით, ზოგ ნომერში კერძო საუნით. Hotel Czarny Kamień Resort & SPA – მშვიდ გარემოში მდებარე სპა-კურორტი. Lake Hill Resort & Spa (Sosnówka, კარპაჩთან ახლოს) – დიზაინზე ორიენტირებული სასტუმრო პანორამული ხედებით. Hotel & Spa Kocierz (Beskid Mały) – ალპური სტილის სასტუმრო მათთვის, ვისაც მშვიდი ზამთრის დასვენება სურს. პოლონეთის ზამთრის კურორტები სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს ბავშვებისთვის, მათ შორის ციგურაობის მოედნებს, რაც იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის📸Photo from Pexels სათხილამურო ზონები დამწყებთათვის პოლონეთი განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც თხილამურებზე დგომას ახლა იწყებს: Szklarska Poręba (Szrenica) – ფართო, მარტივი ტრასები, პროფესიონალური ინსტრუქტორებით დაკომპლექტებული სათხილამურო სკოლები. Białka Tatrzańska – ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი დამწყებებისთვის, თერმული აუზების ბონუსით აქტიური დასვენების შემდეგ. Czarna Góra – სრულად ოჯახზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა მარტივი, ბავშვებისთვის უსაფრთხო ტრასებით. Krynica-Zdrój (Jaworzyna, Słotwiny) – გრძელი, მარტივი დაღმართები და მყუდრო სპა-გარემო სწავლისა და დასვენების შესანიშნავი კომბინაციისთვის. Szczyrk Mountain Resort – ფართო ტერიტორია, სპეციალური სასწავლო ტრასები და საღამოს სრიალის შესაძლებლობით ბევრ კურორტზე შეგიძლიათ ისარგებლოთ განათებულ ტრასებზე საღამოს სრიალის შესაძლებლობით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახებისა და დამწყებთათვის. Night skiing – საღამოს სრიალი განათებულ ტრასებზე📸Photo from Pexels პოლონეთის ზამთრის კურორტები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოთხილამურეებს. ტატრების, კარკონოშესა და ბესკიდების რეგიონებში განლაგებული კურორტები აერთიანებს სათხილამურო ზონებს, სპა-დასვენების შესაძლებლობებსა და შედარებით ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, რაც პოლონეთს ზამთრის მოგზაურობისთვის პრაქტიკულ და მოქნილ მიმართულებად აქცევს. ავტორი: ანა როგავა Facebook Comments Box ანა როგავაპოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით. Share this: პოსტის ნავიგაცია Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy (WOŚP) – სოლიდარობის ორკესტრი, რომელიც სიცოცხლეს იხსნის მსუქანი ხუთშაბათი: პოლონური კულინარიული ტრადიცია