ქართველი მოცეკვავე ელენე ბარამიძე უკვე წლებია პოლონეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად – ქმართან და ორ შვილთან. იგი აქტიურად არის ჩართული სამეჯლისო ცეკვების სფეროში, ხელმძღვანელობს სამოყვარულო საცეკვაო ჯგუფს და მონაწილეობს პოლონეთის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ტურნირებში.
ვიდეობლოგში ელენე გულწრფელად საუბრობს ემიგრაციაში ცხოვრების გამოცდილებაზე, ადაპტაციის პროცესზე, ახალი სოციალური და კულტურული გარემოს მიღებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შეეგუენ მისი შვილები პოლონურ რეალობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლონეთის განათლების სისტემის შეფასებას, ბავშვების სკოლის და ბაღის ცხოვრებას.ასევე პოლონელ მეგობრებთან ჩამოყალიბებულ ადამიანურ კავშირებს.
ბლოგში განხილულია ემიგრაციის როგორც სირთულეები, ისე მისი დადებითი მხარეები.პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, პიროვნული ზრდა და კულტურათაშორისი გამოცდილება. ელენე ბარამიძის ნაამბობი წარმოადგენს რეალურ ქრონიკას ქართველი ემიგრანტის ყოველდღიურობისა, რომელიც აერთიანებს პროფესიულ გზას, ოჯახურ პასუხისმგებლობასა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრების პროცესს.
ავტორი: ნათია ქიმაძე
ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
