ტარიელ ზანდუკელი: ქართველი მოკრივე პოლონეთში

ამ ეპიზოდში ქართველი მოკრივე და მწვრთნელი, ტარიელ ზანდუკელი, გვიამბობს თავის ემიგრაციაზე, სპორტულ გზასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე.ფოტო:ვიდეობლოგიდან

ამ ეპიზოდში ქართველი მოკრივე და მწვრთნელი, ტარიელ ზანდუკელი, გვიამბობს თავის ემიგრაციაზე, სპორტულ გზასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე.ტარიელი საქართველოდან 19 წლის სტუდენტი წავიდა პოლონეთში, რადგან იმ დროს ქართულ სპორტში არ იყო დაფინანსება და ბევრი რამით უკმაყოფილო იყო. დედასთან ერთად ჩასული,თავისუფალი საწვრთნელი ბრძოლისა და გამოცდების შემდეგ პოლონეთში დარჩა. მიუხედავად ახალ გარემოსთან შეგუების სირთულისა და მარტოობის განცდისა, ის სპორტს დაეყრდნო.

პოლონეთში მოკრივემ წარმატებით იასპარეზა: დაამარცხა ჩემპიონები და ოლიმპიელები, თუმცა მოქალაქეობის მიღების შეფერხების გამო პროფესიულ კრივში გადავიდა. ამ სფეროში 4 წლის განმავლობაში 13 ბრძოლა ჩაატარა წაუგებლად.კარიერის შეწყვეტის შემდეგ, ცხოვრების გზის პოვნაში მას პოლონელი მეუღლე, კაროლინა ზანდუკელი დაეხმარა, რომლის მოტივაციითაც მწვრთნელობა დაიწყო. თავდაპირველი სირთულეების მიუხედავად, ტარიელმა სახელი გაითქვა და არაერთი პროფესიონალი მოკრივე გაზარდა.დღეს ტარიელს მეუღლესთან ერთად აქვს საკუთარი უნიკალური ფედერაცია, სადაც კრივის სრულიად განსხვავებული ფორმატია – სამკუთხა რინგითა და 3 განსხვავებული დროის რაუნდით.ის ასევე ამაყი მამაა: მისი 11 წლის ქალიშვილი, ნინო ზანდუკელი, კარატეში ევროპის ჩემპიონია და ქალაქის მერიისგან დამსახურებული სპორტსმენის ხელფასი აქვს. ტარიელი ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენებსაც ეხმარება.

ბლოგი ჩაწერილია ქართულ რესტორან u gruzina – ში.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #, #, #, #, #, #, #

By Natia Kimadze

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!