ქართველი მკერავ – კონსტრუქტორი ვარშავაში

ქართველი მკერავ - კონსტრუქტორი ვარშავაშიფოტო ვიდეობლოგიდან

თანამედროვე მიგრაციულ პროცესებში სულ უფრო იზრდება პროფესიონალთა როლი, რომლებიც უცხო გარემოში საკუთარი გამოცდილებითა და შრომით წარმატებას აღწევენ. ამ ვიდეობლოგის სტუმარია მკერავი-კონსტრუქტორი მერი ბაბუაძე, რომელიც შვილებთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ინტერვიუში მერი გვიზიარებს უცხოეთში ცხოვრების გამოცდილებას, საუბრობს პროფესიული საქმიანობის სირთულეებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ხაზს უსვამს შრომისმოყვარეობისა და პროფესიული მუდმივობის მნიშვნელობას ემიგრაციის პირობებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოწოდება ქართველი მომხმარებლებისადმი – პოლონეთში ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობის პარალელურად, მერი მზად არის ქართველ კლიენტებსაც გაუწიოს მომსახურება, მათ შორის ნებისმიერ შეკვეთაზე, რომელიც მოიცავს ჭრისა და კერვის პროცესს.

იხილეთ მერი ბაბუაძის facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61583059407465

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!