,,ვოცნებობ, რომ საქართველოში ვიცხოვრო”

ფოტო ვიდეობლოგიდანფოტო ვიდეობლოგიდან

ამ ვიდეობლოგში პოლონელი ფოტოგრაფის, ემილია ბარტოვსკას ამბავია, რომლის ცხოვრებაც საქართველომ რადიკალურად შეცვალა. მისი თავგადასავალი ქართული ლანდშაფტების შთამბეჭდავ გარემოში, საცხენოსნო მოგზაურობებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ოდისეა ბაკურიანი-დაშბაშის კანიონი-ვარძიის მარშრუტით. ამ სიყვარულის შედეგად, ემილია ვარშავაში ანსამბლ „დაისში“-ში ქართულ ცეკვებს ეუფლება (მისი ფავორიტი ცეკვა აჭარულია), პარალელურად კი ქართულ მოძრაობას სლავურ გიმნასტიკას უთავსებს.

როგორც ფოტოგრაფი, ის პოლონეთში აქტიურად მართავს გამოფენებს, სადაც მნახველებს საქართველოს ულამაზეს ლანდშაფტებს, კულტურას, სამზარეულოს, ღვინოსა და ცეკვებს აცნობს. მიუხედავად ქართული ენის სირთულისა, ემილია ცდილობს ინტეგრაციას ტრადიციული სამოსის ჩაცმითა და ენის შესწავლით, ხოლო მისი საბოლოო ოცნება საქართველოში, ტაბაწყურის ტბასთან ცხოვრებაა, რათა ყოველდღიურად დატკბეს ქართული მთების სილამაზით.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!