მონიკა ბერაიას ვიდეობლოგი თითქმის ერთწლიან ემიგრაციაზე ემოციურ გზას ასახავს – აღტაცებიდან სამშობლოსა და ახლობლების მონატრებამდე. ადაპტაციისთვის, მისი თქმით, ემოციური ბარიერის აგებაა საჭირო.ამჟამად, მონიკა ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტშია ჩართული, სადაც უკრაინის ფონდს ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარება. პროექტის ჰუმანიტარული მისია, რომლის დონაციაც ომის შედეგად დაზარალებულებს ხმარდება, მისთვის პიროვნული სიამაყის წყაროა, რასაც სამუშაო სივრცეში დანახულმა საქართველოს დროშამ სიმბოლურად გაუსვა ხაზი.
მონიკა მტკივნეულად განიცდის უკრაინელების ისტორიებს, რაც საქართველოს ,,მთავრობის” პოლიტიკურ პოზიციასთან კონტრასტშია.რესპონდენტი ხაზს უსვამს ევროპული განათლების მაღალ ხარისხს, რაც საქართველოში შეზღუდულია. ევროპაში ცხოვრება ხელს უწყობს პიროვნულ ზრდასა და მსოფლმხედველობის შეცვლას. ის გამოყოფს ევროპულ რეალობას, სადაც ხანდაზმულთა აქტიური ცხოვრება ქართული სიბერის სევდიანი სურათისგან განსხვავდება.
ავტორები: ნათია ქიმაძე ; თომა მაღლაკელიძე
