8 წელი პოლონეთში, ორი პატარა გოგონა და მოთხოვნადი პროფესია. როგორ ახერხებს ქართველი მარგარიტა ხუბუა ამ ყველაფრის შეთავსებას? მარგარიტა დასაქმებულია ფრანგულ კომპანიაში და სპეციალიზებულია საკვებისა და რესტორნების ფოტოგრაფიაში. მისი სამსახურის რეიტინგი მაღალია, კლიენტურა კი მრავალფეროვანი – ვროცლავიდან ვარშავამდე და გდანსკამდე. გაიგეთ, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი საქმის ქონა, როგორ უწყობს ხელს მეუღლე წარმატების მიღწევაში და რატომ ეკიდება ქართველ კლიენტებთან მუშაობას განსაკუთრებული მოტივაციით. ნახეთ ჩვენი ვიდეობლოგი, სადაც მარგარიტა გულწრფელად მოგვითხრობს ემიგრანტის ცხოვრებაზე, პროფესიულ მიზნებსა და დედის როლზე.
იხილეთ ფოტოგრაფის ინსტაგრამ გვერდი:
https://www.instagram.com/margaritakhubua?igsh=dTNlem9yeWxxanhm
ავტორი: ნათია ქიმაძე