„პოლონელები შრომას აფასებენ“: წარმატების ისტორია, თუ როგორ დაიმკვიდრა ქართველმა სტილისტმა  თავი ვროცლავში.

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ინტერვიუ  გიორგი ფირანიშვილთან, წარმატებულ ქართველ სტილისტთან, რომელიც უკვე ოთხი წელია ოჯახთან ერთად პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ცხოვრობს და სამი წელია საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ეწევა.
ამ გულწრფელ საუბარში გიორგი იხსენებს ემიგრაციის საწყის ეტაპზე არსებულ სირთულეებს, მათ შორის ენის ბარიერს და პირვანდელი გეგმების ცვლილებას, რაც, საბოლოოდ, მას საშუალებას აძლევს, რომ მყარ და სტაბილურ პროფესიულ ეტაპზე გადასულიყო. ვიდეოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლონურ რეალობასთან ადაპტაცია და ადგილობრივი ხალხის როლი წარმატების მიღწევაში.
გიორგი ფირანიშვილი ხაზს უსვამს პოლონელების ერთგულებას, შრომისმოყვარეობის დაფასებას და მათ, როგორც სანდო მეგობრების, მნიშვნელობას. ინტერვიუში ასევე გაანალიზებულია პროფესიული განსხვავებები სტილისტის საქმიანობაში საქართველოსა და პოლონეთს შორის, განსაკუთრებული აქცენტით მომსახურების სტანდარტების სიმკაცრეზე. ეს საუბარი მოიცავს ღირებულ რჩევებს ქართველი ემიგრანტებისთვის და მათთვის, ვინც პოლონეთში დასახლებას გეგმავს.

ავტორი:ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!