„პოლონეთში ქართული ცეკვის სტუდია გავხსენი, რათა საყვარელი საქმე გამეგრძელებინა.“

გაიცანით მიხეილ დვალიშვილი, ანსამბლ ,,დაისის” ქორეოგრაფი და ხელმძღვანელი, რომელმაც ქართული ცეკვის სიყვარული ემიგრაციაში კულტურულ მისიად აქცია. ევროპაში მოღვაწე ქორეოგრაფისთვის ეს მხოლოდ პროფესია აღარ არის – ეს არის სულიერი საყრდენი და საქართველოს იმიჯის გაძლიერების საშუალება. ,,დაისის” სტუდია ვარშავაში, ვროცლავსა და ბერლინში იქცა სივრცედ, სადაც ემიგრანტი ქართველები ერთიანდებიან და მეგობრდებიან. მიხეილი მათ ეხმარებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და გააძლიერონ კავშირი ქართულ ფესვებთან. ,,ეს უკვე ჩემი მისიაა. სხვადასხვა ადგილებში მიმოფანტული ქართველები ჩვენთან ერთ სივრცეში ერთიანდებიან,” – ამბობს ქორეოგრაფი.
უცხოელებისთვის ქართული ცეკვა მოგზაურობაა საქართველოს კუთხეებში. მათ განსაკუთრებით ხიბლავთ ქართული ცეკვის ენერგეტიკა და დინამიკა. სტუდიაში ცეკვის პარალელურად ეცნობიან ქართულ მუსიკას, ენასა და სამზარეულოს. მიხეილი აღნიშნავს, რომ კონცერტებზე გული სიამაყით ევსება, როდესაც ქართულ მუსიკაზე, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები გამოდიან: “ეს არის ჩემთვის პოლიტიკა, კულტურული დიალოგი. ვფიქრობ, ამით საქართველოს იმიჯი პოზიტიურად ძლიერდება.” თუ გსურთ გქონდეთ მუდმივი კავშირი ქართულ ფესვებთან და იცხოვროთ აქტიურად და ჯანსაღად, შემოუერთდით ,,დაისის” საბავშვო, სამოყვარულო ან საკონცერტო ჯგუფებში!
იხილეთ ვიდეო:

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!