პოლონეთში ლეგალურად ცხოვრებისთვის და წარმატებული ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენის სწავლა. თუნდაც მუშაობა არ მოითხოვდეს პოლონურ ენას, ყოველდღიური კომუნიკაცია – მაღაზიაში, ექიმთან, საბანკო მომსახურების მიღებისას ხშირად პოლონურად მიმდინარეობს. ამ ნაწილში გაწვდით დეტალურ გზამკვლევს: სად შეგიძლიათ ისწავლოთ პოლონური უფასოდ,რომელი ონლაინ პლატფორმებია ეფექტური,როგორ გამოიყენოთ ყოველდღიური პრაქტიკა,როგორ მოემზადოთ A1-A2 დონეზე.


უფასო ენის კურსები პოლონეთშიმუნიციპალური და საგანმანათლებლო ცენტრები

უამრავი პოლონური ქალაქი ემიგრანტებს სთავაზობს უფასო ენის კურსებს ადგილობრივი მთავრობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

როგორ მოვძებნოთ?
Google-ში ჩაწერე: darmowy kurs języka polskiego dla obcokrajowców + ქალაქის სახელი, მაგ: darmowy kurs języka polskiego dla obcokrajowców Wrocław.
მიმართე ამ დაწესებულებებს: Centrum Integracji Społecznej Domy Kultury Fundacja Ocalenie,Fundacja Ukraina.

საჭირო საბუთები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან ბინადრობის ბარათი) ზოგჯერ საჭიროა ადგილობრივად რეგისტრირებული მისამართი (meldunek)

რჩევა: გაიარეთ რეგისტრაცია რაც შეიძლება ადრე – ადგილები სწრაფად ივსება.

ონლაინ პლატფორმები – მოსახერხებელი და მოქნილი.
თუ ფიზიკურად ვერ ახერხებ კურსებზე დასწრებას, შეგიძლია დამოუკიდებლად ისწავლო
აპლიკაციებით:
Duolingo;
Memrise LingQ – აუდიოგაკვეთილები რეალური ტექსტებით;
Quizlet – სიტყვების დამახსოვრება ფლეშბარათებით.

ვებსაიტები:

https://polski.info – უფასო ონლაინ კურსები;
https://e-polish.eu – პროფესიული კურსები, ფასიანი და უფასო ნაწილით;
https://www.jezyk- polski.pl – გაკვეთილები, აუდიო, გრამატიკა;
ვისაუბროთ პოლონურად – Mówmy po polsku – ფასიანი პოლონური ენის ონლაინ გაკვეთილების ფეისბუქ ლინკი (ასწავლის ქართველი მასწავლებელი).

თვითსწავლება ყოველდღიურად: პატარა ნაბიჯებით

ყოველდღიური რუტინა, რაც დაგეხმარება: 10 ახალი სიტყვის სწავლა ,300 სიტყვა თვეში,Duolingo–ზე 2 გაკვეთილი დღეში, სტრუქტურების გაცნობა,სერიალის ყურება პოლონურად, უმჯობესია ქართული სუბტიტრებით, ან რომელი ენაც იცი. 30 წთ მოსმენის უნარის გაუმჯობესება,მაღაზიაში შეკითხვების მოსინჯვა, პოლონურად ყოველდღე კომუნ იკაციის პრაქტიკა.

სასაუბრო ფრაზები ყოველდღიურად:
• გამარჯობა – Dzień dobry ;
• მადლობა – Dziękuję ;
• ბოდიშს ვიხდი –Przepraszam;
• რა ღირს?- Ile to kosztuje?
• ვერ ვლაპარაკობ პოლონურად – Nie mówię po polsku.

მიზნების დასახვა და მოტივაციის შენარჩუნება


პოლონური ენის შესწავლა მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ეფექტურია თუ: დაისახავ რეალისტურ მიზნებს (მაგ. A1 დონე 3 თვეში) ჩაერთვები პოლონურენოვან გარემოში, არ შეგეშინდება შეცდომების დაშვების, ნუ დაელოდები სრულყოფილ გამოთქმას – ენა მოქმედებით ისწავლება, არა ლოდინით.

თუ მომავალში ფიქრობ მოქალაქეობაზე ან უნივერსიტეტში სწავლებაზე, დაგჭირდება ოფიციალური სერტიფიკატი.
ოფიციალური გამოცდა უცხოელებისთვის მოიცავს: მოსმენილის გაგებას, წერას, საუბარს.
დონეები: A1 – C2 დამწყებთათვის საკმარისია A1 ან A2

და პოლონური ენის შესწავლა არ არის მხოლოდ პრაქტიკული უნარი – ეს ერთგვარი ხიდია საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ, უკეთესი სამსახურის, უკეთესი ურთიერთობებისა და დამოუკიდებლობისკენ. რეგულარული მცირე ნაბიჯებით შეძლებ ენაში თავდაჯერებულობის შეძენას.

აგრეთვე იხილეთ: შენი გზამკვლევი – როგორ აიღოს უცხოელმა PESEL პოლონეთში

ავტორი: ნათია ქიმაძე