პოლონეთში ფიზიკური შრომის სფერო დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გზაა ემიგრანტებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაოს პოვნა, არამედ მისი ლეგალური და უსაფრთხო ფორმით გაწერილობა. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ როგორ, სად და რა პირობებით უნდა მოძებნოს ქართველმა ემიგრანტმა ფიზიკური შრომის სამუშაო პოლონეთში.
რა სფეროებია აქტუალური?
ფიზიკური შრომის სამუშაოების დიდი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ სექტორებს:
• მშენებლობა – ხელოსნები, დამხმარე მუშები, პლასტმასის და ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი, სასაწყობე საქმე.
• ლოგისტიკა – საქონლის დაფასოება, შეკვეთის დამუშავება, ტვირთის გადაზიდვა. •დასუფთავება – ოფისები, მაღაზიები, შენობები.
• სეზონური სამუშაოები – სოფლის მეურნეობაში, ბაღებში, საკონსერვე ქარხნებში. •მრეწველობა – მცირე ქარხნები, წარმოება და სხვა.
როგორ მოვძებნოთ ლეგალური სამუშაო?
პოლონური სამუშაო სააგენტოები – პოლონეთში არსებობს მრავალი ლიცენზირებული სააგენტო, რომლებიც უცხოელებისთვის ეძებენ სამუშაოს და უზრუნველყოფენ ლეგალურ დასაქმებას. აუცილებელია, სააგენტო იყოს რეგისტრირებული პოლონეთის დასაქმების სააგენტოთა რეესტრში (KRAZ – Krajowy Rejestr Agencji Zatrudnienia). სანდო სააგენტოების მაგალითები: OTTO Work Force – www.ottoworkforce.pl Adecco Poland – www.adecco.pl Work Service – www.workservice.pl Randstad Polska – www.randstad.pl.
ყურადღება! დასაქმებაში არასოდეს გადარიცხო ფული წინასწარ, სანამ დოკუმენტები არ გექნება ხელში.
საქართველოშიც მოქმედებს რამდენიმე სააგენტო, რომლებიც პოტენციურად გთავაზობენ პოლონურ სამუშაოს. ასეთ სააგენტოებთან ერთად გაფრთხილებაც აუცილებელია – მათგან უნდა მოითხოვო:
• კონტრაქტის ასლი, პოლონური კომპანიისგან მოწვევის წერილი ( oświadczenie);
• დამსაქმებლის ინფორმაცია (სახელი, რეგისტრაციის ნომერი, მისამართი);
• პირობები (ხელფასი, გრაფიკი, საცხოვრებელი, ჯანმრთელობის დაზღვევა);
• აუცილებლად გადაამოწმე დამსაქმებლის არსებობა პოლონეთის ეკონომიკური რეესტრში.
სოციალური ქსელები და ჯგუფები
ფეისბუქ ჯგუფებში ყოველდღიურად ქვეყნდება ათობით სამუშაო შეთავაზება:
რეკომენდირებული ჯგუფები: ,,Praca w Polsce“ „ქართველები პოლონეთში“ „Workers in Poland.“
გაფრთხილება: არასოდეს გადარიცხო თანხა წინასწარ უცნობ პირზე, მოითხოვე წერილობითი კონტრაქტი პოლონურად ან ქართულად (შენთვის გასაგებად ენაზე) შეამოწმე, აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება უცხოელის დასაქმებაზე.
რა საბუთებია საჭირო დასაწყებად?
ლეგალური მუშაობის დასაწყებად დაგჭირდება: სამუშაო ვიზა (ტიპი D ან ეროვნული) – უნდა გქონდეს დამსაქმებლის მოწვევა, დასაქმების დოკუმენტები – Umowa o pracę (დასაქმების ხელშეკრულება) – აუცილებელია გრძელვადიანი მუშაობისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა (ZUS/NFZ) – სააგენტოები უზრუნველყოფენ საცხოვრებლის რეგისტრაცია (meldunek) – ზოგიერთ რეგიონში საჭიროა ლეგალურობისთვის.
ხელფასები და სამუშაო პირობები
ფიზიკური შრომის სექტორში ანაზღაურება დამოკიდებულია ქალაქზე, კომპანიაზე და გამოცდილებაზე.საშუალოდ: სამუშაოს ტიპიხელფასი (netto/თვეში)
• სასაწყობე მუშა 4000–4500 PLN , 8–10 სთ დღეში;
• მშენებლობის მუშა 4000–6000 PLN, 8–12 სთ დღეში;
• დასუფთავება 2800–4000 PLN, 6–10 სთ დღეში;
• სეზონური სამუშაო დღიურად 120–180 PLN, 10–12 სთ დღეში.
ყურადღებ! 2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთში დამსაქმებლებს არ აქვთ უფლება, დასაქმებულს გადაუხადონ ნაკლები, ვიდრე 4,666 პოლონური ზლოტი (ბრუტო) თვეში ან 30.50 ზლოტი საათში . დაზღვევებისა და გადასახადების შემდეგ, დასაქმებული მიიღებს დაახლოებით 3,510.92 ზლოტს (ნეტო) თვეში . ეს მინიმალური განაკვეთი ვრცელდება ყველა დასაქმებულზე, მიუხედავად სექტორისა, რეგიონისა ან პროფესიისა. მინიმალური ხელფასის ზრდა ასევე აისახება სხვა კომპენსაციებზე, როგორიცაა ღამის სამუშაოს დანამატი, მინიმალური კომპენსაცია დისკრიმინაციის ან შევიწროების შემთხვევაში და სხვა . დამსაქმებელმა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დასაქმებულის მთლიანი ანაზღაურება არ იყოს ნაკლები აღნიშნულ მინიმუმზე.
სამუშაო ვიზის მქონე პირებს კანონით ეკრძალებათ მუშაობა იმ დარგებში, რომელიც კონტრაქტში არ წერია.
როგორ ავიცილოთ თაღლითობა ნიშნები:
გთხოვენ ფულს წინასწარ, არ გაწვდიან კონტრაქტს, საუბრობენ მხოლოდ WhatsApp-ში ან არასწორი პოლონურით, არ გიგზავნიან მოწვევის წერილს. იმოქმედე მხოლოდ შემდეგნაირად:
• გადაამოწმე კომპანია ონლაინ;
• გამოიყენე სააგენტოების ოფიციალური გვერდები;
• შეინახე ყველა მიმოწერა და ქვითარი.
ფიზიკური შრომა პოლონეთში შეიძლება იყოს კარგი დასაწყისი, თუკი სწორი გზით მიდიხარ. არ ენდო მხოლოდ სიტყვაზე, იყავი ინფორმირებული და დასაქმდი ლეგალურად. წარმატებული დასაწყისი იწყება სიფრთხილით, ცოდნით და სწორად შერჩეული პარტნიორებით.
აგრეთვე იხილეთ: საცხოვრებლის პოვნა პოლონეთში: დროებითი და გრძელვადიანი ნაირსახეობა პოლონეთში ჩასვლისთანავე
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება