პოლონეთში ლეგალურად ცხოვრებისთვის და წარმატებული ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენის სწავლა. თუნდაც მუშაობა არ მოითხოვდეს პოლონურ ენას, ყოველდღიური კომუნიკაცია – მაღაზიაში, ექიმთან, საბანკო მომსახურების მიღებისას ხშირად პოლონურად მიმდინარეობს. ამ ნაწილში გაწვდით დეტალურ გზამკვლევს: სად შეგიძლიათ ისწავლოთ პოლონური უფასოდ,რომელი ონლაინ პლატფორმებია ეფექტური,როგორ გამოიყენოთ ყოველდღიური პრაქტიკა,როგორ მოემზადოთ A1-A2 დონეზე. უფასო ენის კურსები პოლონეთში – მუნიციპალური და საგანმანათლებლო ცენტრებიუამრავი პოლონური ქალაქი ემიგრანტებს სთავაზობს უფასო ენის კურსებს ადგილობრივი მთავრობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით. როგორ მოვძებნოთ? Google-ში ჩაწერე: darmowy kurs języka polskiego dla obcokrajowców + ქალაქის სახელი, მაგ: darmowy kurs języka polskiego dla obcokrajowców Wrocław.მიმართე ამ დაწესებულებებს: Centrum Integracji Społecznej Domy Kultury Fundacja Ocalenie,Fundacja Ukraina.საჭირო საბუთები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან ბინადრობის ბარათი) ზოგჯერ საჭიროა ადგილობრივად რეგისტრირებული მისამართი (meldunek)რჩევა: გაიარეთ რეგისტრაცია რაც შეიძლება ადრე – ადგილები სწრაფად ივსება.ონლაინ პლატფორმები – მოსახერხებელი და მოქნილი.თუ ფიზიკურად ვერ ახერხებ კურსებზე დასწრებას, შეგიძლია დამოუკიდებლად ისწავლო აპლიკაციებით:• Duolingo;• Memrise LingQ – აუდიოგაკვეთილები რეალური ტექსტებით;• Quizlet – სიტყვების დამახსოვრება ფლეშბარათებით.ვებსაიტები: • https://polski.info – უფასო ონლაინ კურსები;• https://e-polish.eu – პროფესიული კურსები, ფასიანი და უფასო ნაწილით;• https://www.jezyk- polski.pl – გაკვეთილები, აუდიო, გრამატიკა;• ვისაუბროთ პოლონურად – Mówmy po polsku – ფასიანი პოლონური ენის ონლაინ გაკვეთილების ფეისბუქ ლინკი (ასწავლის ქართველი მასწავლებელი).თვითსწავლება ყოველდღიურად: პატარა ნაბიჯებითყოველდღიური რუტინა, რაც დაგეხმარება: 10 ახალი სიტყვის სწავლა ,300 სიტყვა თვეში,Duolingo–ზე 2 გაკვეთილი დღეში, სტრუქტურების გაცნობა,სერიალის ყურება პოლონურად, უმჯობესია ქართული სუბტიტრებით, ან რომელი ენაც იცი. 30 წთ მოსმენის უნარის გაუმჯობესება,მაღაზიაში შეკითხვების მოსინჯვა, პოლონურად ყოველდღე კომუნ იკაციის პრაქტიკა.სასაუბრო ფრაზები ყოველდღიურად:• გამარჯობა – Dzień dobry ;• მადლობა – Dziękuję ;• ბოდიშს ვიხდი –Przepraszam;• რა ღირს?- Ile to kosztuje?• ვერ ვლაპარაკობ პოლონურად – Nie mówię po polsku.მიზნების დასახვა და მოტივაციის შენარჩუნება პოლონური ენის შესწავლა მოითხოვს მოთმინებას, მაგრამ ეფექტურია თუ: დაისახავ რეალისტურ მიზნებს (მაგ. A1 დონე 3 თვეში) ჩაერთვები პოლონურენოვან გარემოში, არ შეგეშინდება შეცდომების დაშვების, ნუ დაელოდები სრულყოფილ გამოთქმას – ენა მოქმედებით ისწავლება, არა ლოდინით.თუ მომავალში ფიქრობ მოქალაქეობაზე ან უნივერსიტეტში სწავლებაზე, დაგჭირდება ოფიციალური სერტიფიკატი.ოფიციალური გამოცდა უცხოელებისთვის მოიცავს: მოსმენილის გაგებას, წერას, საუბარს.დონეები: A1 – C2 დამწყებთათვის საკმარისია A1 ან A2და პოლონური ენის შესწავლა არ არის მხოლოდ პრაქტიკული უნარი – ეს ერთგვარი ხიდია საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ, უკეთესი სამსახურის, უკეთესი ურთიერთობებისა და დამოუკიდებლობისკენ. რეგულარული მცირე ნაბიჯებით შეძლებ ენაში თავდაჯერებულობის შეძენას.აგრეთვე იხილეთ: შენი გზამკვლევი – როგორ აიღოს უცხოელმა PESEL პოლონეთშიავტორი: ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია საცხოვრებლის პოვნა პოლონეთში: დროებითი და გრძელვადიანი ნაირსახეობა პოლონეთში ჩასვლისთანავე შენი გზამკვლევი – როგორ აიღოს უცხოელმა PESEL პოლონეთში