ბოლო წლებში პოლონეთში უამრავი ქართული ოჯახი ჩამოვიდა ახალი ცხოვრების დაწყების იმედით. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ემიგრაციაში მყოფი ქალები აღმოჩნდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური ჩაგვრის ქვეშ. ხშირად მათ არ ჰყავთ მეგობრები, არ იციან ენა, არ აქვთ სამსახური და სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან მოძალადე პარტნიორთან. სწორედ ამიტომ აუცილებელია იცოდეთ -თქვენ არ ხართ მარტო. პოლონეთის კანონმდებლობა და არაერთი ორგანიზაცია მზად არის თქვენს დასახმარებლად.
ფოტოს წყარო: პუბლიკა

პოლონეთი ხელს აწერს სტამბოლის კონვენციას, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ქალები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათი დახმარება. მიუხედავად ზოგადი პოლიტიკური კონტროვერსიებისა, კანონი ძალაშია და მისი მექანიზმები მოქმედებს. ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია „ლურჯი ბარათის სისტემა“ (Blue Card), რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების ოფიციალურ რეგისტრაციას ითვალისწინებს. სისტემა შესაძლებელს ხდის მოძალადესთან კანონისამებრ მოქცევას და მსხვერპლის დაცვის სპეციალურ გეგმაში შეყვანას. თუმცა, მისი გამოყენება სავალდებულო არ არის, და ქალებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიმართონ დახმარებისთვის ქვემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
- Centrum Praw Kobiet – პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ქალებს სთავაზობს: უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, დროებით საცხოვრებელს, სოციალური მუშაკის დახმარებას, პოლონური ენის უფასო კურსებს, დახმარებას სამსახურის ძიებაში. ცხელი ხაზი: +48 800 107 777 cpk.org.pl
- Niebieska Linia – სახელმწიფო ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლთათვის. კონსულტაცია ხელმისაწვდომია პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მოქმედებს 24/7. ცხელი ხაზი: 800 120 002 niebieskalinia.pl
- Nomada – უზრუნველყოფს კონფიდენციალურ და უფასო დახმარებას მიგრანტ ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათ სთავაზობენ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, თარჯიმნის მხარდაჭერას, დროებით საცხოვრებელს და სხვა სერვისებს.
- ტელეფონი: +48 577 626 475 2.
- pomoc@nomada.info.pl
- ინგლისურენოვანი კონსულტაცია: ტელეფონი: +48 791 576 459
- ელ. ფოსტა: counselling@info.pl რუსულ და უკრაინულ ენებზე კონსულტაცია: ტელეფონი: +48 536 149 008
ოფისის ტელეფონი: +48 71 307 03 35
დახმარება უფასოა, ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია, შენს მხარდაჭერაზე სპეციალისტები იზრუნებენ. პოლონეთში მოძალადე კანონის წინაშე პასუხისმგებელია და სამართლებრივ რეაგირებას მოჰყვება მისი ქმედება, თუკი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება