• 15 ივნ 13:03:20

2025 წლის 1 მაისს ვროცლავში, ქალაქის შუაგულში (Rynek), რაღაც ძალიან მასშტაბური მოხდა. 8122-მა ადამიანმა ერთდროულად დაუკრა ჯიმი ჰენდრიქსის „Hey Joe“ და გინესის ახალი რეკორდიც დავამყარეთ. მეც იქ ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად და სიმართლე გითხრათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე, რაც კი მქონია.

ვროცლავში დილიდანვე სხვა განწყობა იგრძნობოდა. ქალაქი სავსე იყო გიტარებით, მუსიკოსებითა და უბრალოდ პოზიტიური ხალხით. რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო. პროცესი საერთოდ არ ყოფილა რთული: მივედით, უფასოდ დავრეგისტრირდით, ავიღეთ ჩვენი ნომრები, სტიკერები და სერტიფიკატები.

ფოტო მეგობრებთან ერთად

ვროცლავში დილიდანვე სხვა განწყობა იგრძნობოდა. ქალაქი სავსე იყო გიტარებით, მუსიკოსებითა და უბრალოდ პოზიტიური ხალხით. რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო. პროცესი საერთოდ არ ყოფილა რთული: მივედით, უფასოდ დავრეგისტრირდით, ავიღეთ ჩვენი ნომრები, სტიკერები და სერტიფიკატები.

მთავარი ისაა, რომ მონაწილეობისთვის არც პროფესიონალობა იყო საჭირო და არც რამე განსაკუთრებული ნიჭი. სულ ხუთი აკორდის ცოდნაა საკმარისი: C, G, D, A და E. თანაც, ყველანაირი ინსტრუმენტით უშვებდნენ – აკუსტიკური გიტარიდან დაწყებული, უკულელეთი და მანდოლინით დამთავრებული. გვერდიგვერდ იდგნენ ბავშვები და მოხუცები, ზოგი პირველად იყო სცენაზე, ზოგისთვის კი ეს უკვე ყოველწლიური ტრადიციაა.

ჩემი უკულელე

პროგრამის კულმინაციამდე სცენაზე სხვადასხვა შემსრულებლები გამოდიოდნენ. წლევანდელი ფესტივალის სპეციალური სტუმარი იყო რიტმ-ენ-ბლუზისა და როკის ცნობილი გიტარისტი ორიანთი პანაგარისი (Orianthi), რომელსაც მაიკლ ჯექსონთან, ელის კუპერთან და სტივ ვაისთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისმა საშემსრულებლო ოსტატობამ და პროფესიონალიზმმა აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მთავარი მომენტი დადგა დღის 16:00 საათზე. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანი გაჩუმდა, შემდეგ კი ათასობით გიტარის ჟღერადობამ ერთდროულად აავსო სივრცე. „Hey Joe“-ს პირველი აკორდიდან ბოლო ხმოვანამდე თითოეული მონაწილე ქმნიდა კოლექტიურ მუსიკალურ ტალღას, რომელიც აუდიტორიის ემოციით იყო გაჟღენთილი. დღის ბოლოს გინესის რეკორდი ოფიციალურად დადასტურდა – 8122 გიტარისტი ერთდროულად უკრავდა ერთსა და იმავე კომპოზიციას.

თუ მომავალ წელს შენც გინდა იყო ამ ფესტივალის ნაწილი, ეწვიე ოფიციალურ ვებსაიტს heyjoe.pl და დაიწყე მზადება ახლავე. საკმარისია გიტარა, ხუთი აკორდი და სურვილი დაუკრა ერთად მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებასთან.

ფესტივალის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი პოლონელი ბლუზ-გიტარისტი ლეშეკ ჩიხონსკია (Leszek Cichoński). 1990-იან წლებში მან შეიმუშავა სპეციალური სასწავლო პროგრამა Blues-Rock Guitar Workshop. სწორედ ამ ვორქშოფების დროს გაუჩნდა იდეა, რომ ბევრი გიტარისტი ერთად შეეკრიბა ერთი სიმღერის დასაკრავად.

პირველი რეკორდი (2003 წელი)

პირველი ოფიციალური მცდელობა 2003 წელს შედგა. მაშინ ვროცლავის ბაზრის მოედანზე 588 გიტარისტი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ციფრებთან შედარებით ეს ცოტაა, იმ დროისთვის ეს წარმოუდგენელი შედეგი იყო და საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ტრადიციას.

რატომ მაინცდამაინც „Hey Joe“?

ჯიმი ჰენდრიქსის ეს კომპოზიცია შემთხვევით არ შეურჩევიათ. მიზეზი რამდენიმეა:

  • სიმარტივე: მისი დაკვრა ხუთი ძირითადი აკორდითაა შესაძლებელი, რაც დამწყებებსაც აძლევს შანსს, გახდნენ რეკორდის ნაწილი.
  • სიმბოლიზმი: ჰენდრიქსი გიტარის ისტორიაში თავისუფლებისა და ვირტუოზულობის სიმბოლოა.
  • რიტმი: სიმღერას აქვს მკაფიო, მედიტაციური რიტმი, რაც ათასობით ადამიანს სინქრონულად დაკვრაში ეხმარება.

ზრდა და საერთაშორისო აღიარება

წლების განმავლობაში ფესტივალი სტაბილურად იზრდებოდა:

  • 2006 წელი: 1581 გიტარისტი.
  • 2012 წელი: 7273 გიტარისტი.
  • 2023 წელი: 7967 გიტარისტი.
  • 2025 წელი: რეკორდული 8122 გიტარისტი.

ფესტივალმა წლების განმავლობაში უამრავ ვარსკვლავს უმასპინძლა. სცენაზე ლეშეკ ჩიხონსკისთან ერთად მდგარან ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: Deep Purple-ის წევრები, სტივ ვაი, ალ დი მეოლა, ჯენიფერ ბატენი (მაიკლ ჯექსონის გიტარისტი) და სხვები.

ვროცლავმა ამ ფესტივალის წყალობით ევროპის გიტარის დედაქალაქის სტატუსიც კი დაიმკვიდრა.

ფოტოები გიტარის ფესტივალიდან

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

იქნებ გამოგრჩათ?

error: Content is protected !!