საერთაშორისო ფულადი გზავნილების სფერო ბოლო წლებში სწრაფად იცვლება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მომხმარებლის მოლოდინებიც – მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება, არამედ უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და სანდო პარტნიორი. რა განაპირობებს Ria Money Transfer-ის თითქმის ოთხი ათწლეულის წარმატებას, როგორ პასუხობს კომპანია თანამედროვე გამოწვევებს და რატომ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართველ მომხმარებლებთან კომუნიკაციას – ამის შესახებ Kartuli.News-ს Ria Money Transfer-ის წარმომადგენელი გურამ გუბელაძე ესაუბრა.
– Ria Money Transfer თითქმის ოთხი ათწლეულია საერთაშორისო ფულადი გზავნილების ბაზარზე საქმიანობს. თქვენი აზრით, რა გახდა კომპანიის ხანგრძლივი წარმატების მთავარი საფუძველი?
– Ria-ს გრძელვადიანი წარმატება ეფუძნება ჩვენს უნარს, მომხმარებლების საჭიროებებთან ერთად განვვითარდეთ. თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ერთგულები ვრჩებით ერთი მარტივი, თუმცა ძლიერი მისიის – დავეხმაროთ ადამიანებს, შეინარჩუნონ კავშირი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან და საზოგადოებებთან.
– საერთაშორისო ფინანსური სერვისების ბაზარი სწრაფად იცვლება. როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოლოდინები ბოლო წლებში?
– დღეს მომხმარებლები ელიან სწრაფ, გამჭვირვალე და მუდმივად ხელმისაწვდომ ფინანსურ მომსახურებას. მათთვის მნიშვნელოვანია სიჩქარე, კომფორტი, კონკურენტული ფასები და ტრანზაქციების გამჭვირვალობა.
ამავდროულად, უსაფრთხოება და ნდობა კვლავ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად რჩება. მომხმარებლები ასევე ელიან შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლონ როგორც ციფრული, ისე ფიზიკური მომსახურების არხებით.
– რა როლს ასრულებს ინოვაცია Ria-ს განვითარებაში და როგორ პასუხობს კომპანია ციფრულ ტრანსფორმაციას?
– ინოვაცია ჩვენი ზრდის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია. მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილებასთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომლებიც ფულის გაგზავნას უფრო მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები რეალური პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენოთ და მომხმარებლის გამოცდილება მუდმივად გავაუმჯობესოთ.
– დღეს მომხმარებლები მხოლოდ სწრაფ მომსახურებას აღარ ელიან. თქვენი აზრით, რა ქმნის ხარისხიან მომხმარებლის გამოცდილებას?
– გამორჩეული მომხმარებლის გამოცდილება ნიშნავს, რომ ადამიანი თავს დაცულად, მხარდაჭერილად და დაფასებულად გრძნობს. მნიშვნელოვანია, მომსახურება მისთვის სასურველ ენასა და მისთვის მოსახერხებელ არხზე იყოს ხელმისაწვდომი.
საბოლოოდ, მომხმარებელს სურს დარწმუნებული იყოს, რომ თანხა უსაფრთხოდ მიაღწევს დანიშნულების ადგილს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სწრაფად მიიღებს.
– Ria მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოპერირებს. როგორ ახერხებთ, რომ სხვადასხვა ბაზარზე მომსახურების ხარისხი ერთნაირად მაღალი იყოს და რა კრიტერიუმებით ირჩევთ ადგილობრივ პარტნიორებს?
– ამის საფუძველი გლობალური სტანდარტებისა და ადგილობრივი გამოცდილების სწორი შერწყმაა. ჩვენ ვიცავთ ერთიან საოპერაციო, შესაბამისობისა და მომხმარებლის მომსახურების სტანდარტებს, ხოლო ადგილობრივ გუნდებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მოერგონ კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებს.
რეგულარული ტრენინგები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება პარტნიორების შერჩევას, ჩვენ ვეძებთ კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ძირითად ღირებულებებს — მაღალი ხარისხის მომსახურებას, შესაბამისობას, სანდოობასა და ოპერაციულ სრულყოფილებას. ნდობა ჩვენი თანამშრომლობის მთავარი საფუძველია.
– საერთაშორისო კომპანიებისთვის ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. როგორ ინარჩუნებს Ria ამ ნდობას სხვადასხვა ქვეყანაში?
– მიუხედავად რეგიონული განსხვავებებისა, მომხმარებლების ძირითადი მოლოდინები ყველგან ერთნაირია – საიმედოობა, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და პატივისცემა.
ჩვენ ვიცავთ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და ამავე დროს ვითვალისწინებთ თითოეული ბაზრის ადგილობრივ საჭიროებებსა და რეგულაციებს.
– რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობას ისეთი საერთაშორისო ბრენდისთვის, როგორიც Ria-ა და რატომ გადაწყვიტეთ თანამშრომლობა სწორედ Kartuli.News-თან?
– მიუხედავად იმისა, რომ Ria მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოპერირებს, ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეულ ადგილობრივ საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის დამყარება და მათთან კომუნიკაცია მათთვის გასაგებ ენაზე და შესაბამისი არხების საშუალებით.
სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ქართულენოვან მედიასთან პოლონეთში. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ქართველ მომხმარებლებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, გავაცნოთ ჩვენი სერვისები და უკეთ მოვისმინოთ მათი საჭიროებები. ჩვენი მიზანია, ვიყოთ არა მხოლოდ საერთაშორისო ფულადი გზავნილების სერვისი, არამედ ქართველი ემიგრანტების სანდო პარტნიორი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Kartuli.News-თან თანამშრომლობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის დღეს პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ქართულენოვანი ონლაინ პლატფორმაა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი გზავნილები მივაწოდოთ სწორედ იმ აუდიტორიას, რომლისთვისაც Ria-ს მომსახურება ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.
ამასთან, ძალიან ვაფასებთ Kartuli.News-ის პროფესიონალურ მიდგომას და გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტად შევძლებთ პოლონეთის ბაზარზე განვითარებას, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაღრმავებას და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას.
– როგორ აფასებთ ფინანსური განათლების როლს თანამედროვე საზოგადოებაში და რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების მიღმა?
– ფინანსური განათლება ადამიანებს ეხმარება, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გაზარდონ ფინანსური თავდაჯერებულობა.
ციფრულ ეპოქაში კომპანიებს არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობაც აქვთ, დაეხმარონ მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების უკეთ გააზრებაში.
– ბევრი კომპანია მხოლოდ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. თქვენი აზრით, რა დამატებით ღირებულებას უნდა ქმნიდეს თანამედროვე ფინანსური ბრენდი?
– დღეს მომხმარებლებისთვის მხოლოდ კარგი სერვისის შეთავაზება აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ფინანსურმა ბრენდმა უნდა შექმნას ნდობა, უზრუნველყოს უსაფრთხოება და მომხმარებელს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გამოცდილება შესთავაზოს.
Ria-ში გვჯერა, რომ ჩვენი როლი მხოლოდ ფულის გადარიცხვით არ შემოიფარგლება. ვცდილობთ, ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების საიმედო პარტნიორი, შევთავაზოთ ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები, ფართო მომსახურების ქსელი და მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები მათი საჭიროებების შესაბამისად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს – როდესაც Ria-ს ირჩევს, ის ირჩევს არა მხოლოდ ფულადი გზავნილების სერვისს, არამედ ბრენდს, რომელიც აფასებს მის დროს, ნდობასა და სიმშვიდეს.
– რომელი მთავარი გზავნილის დატოვება გსურთ პოლონეთში მცხოვრები ქართველი მკითხველისთვის?
– მინდა მივმართო თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს პოლონეთში ცხოვრობს.
ყოველი ფულადი გზავნილი მხოლოდ თანხა არ არის – ეს არის მხარდაჭერა, სიყვარული, მადლიერება და ზრუნვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს კავშირი იყოს სწრაფი, უსაფრთხო და სანდო.
მადლობა თითოეულ ქართველს შრომისთვის, გამბედაობისა და იმ ძალისთვის, რომ ყოველდღიურად ქმნით უკეთეს მომავალს როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე საქართველოსთვის.
Ria ყოველთვის იქნება თქვენი საიმედო პარტნიორი. სადაც არ უნდა იყოთ მსოფლიოში, ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ერთმანეთთან კიდევ უფრო ახლოს იყოთ.
აგრეთვე იხილეთ: როგორ გავაგზავნოთ პირველი ხელფასი საქართველოში უსაფრთხოდ -ფინანსური გზამკვლევი პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის
ავტორი: ნათია ქიმაძემ

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
