პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ეხება ბავშვებს: რა დახმარებები ეკუთვნის მათ, რა ბენეფიტები არსებობს და როგორ შეიძლება მათი მიღება? პოლონეთის სოციალური სისტემა საკმაოდ კარგად არის მოწყობილი და სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ოჯახების მხარდაჭერაა. ამიტომ არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ეხმარება მშობლებს ბავშვების აღზრდის ხარჯების დაფარვაში. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბევრი ამ დახმარებიდან უცხოელ ოჯახებსაც ეკუთვნით, თუ ისინი პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობენ და ბავშვები აქ სწავლობენ ან ცხოვრობენ. ამ ბლოგში განვიხილავთ ყველა ძირითად დახმარებას და იმ დამატებით შეღავათებს, რომელთა შესახებაც ემიგრანტები ხშირად საერთოდ არ იციან. 800+ – ყველაზე ცნობილი დახმარება ბავშვებისთვის პოლონეთში ოჯახური დახმარებების ყველაზე ცნობილი პროგრამაა Rodzina 800+. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ოჯახებს უხდის 800 ზლოტს ყოველთვიურად თითო ბავშვზე. ეს თანხა გაიცემა 18 წლამდე ბავშვებისთვის და მისი მიღება შესაძლებელია შემოსავლის შეზღუდვის გარეშე. პროგრამა ხელმისაწვდომია უცხოელებისთვისაც, თუმცა ჩვეულებრივ საჭიროა: ლეგალური ცხოვრება პოლონეთში PESEL მშობლისა და ბავშვისთვის ბავშვის ცხოვრება პოლონეთში პოლონურ სკოლაში ან ბაღში სიარული განაცხადები კეთდება პოლონეთის სოციალური დაზღვევის სისტემაში —Zakład Ubezpieczeń Społecznych (ZUS).ამ თემაზე ვრცლად: https://site.kartuli.news/8L7uyH Dobry Start 300+ – დახმარება მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დასაწყისში ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ პოლონეთში არსებობს პროგრამა, რომელიც ბავშვების სასკოლო ხარჯების დასაფარადაა შექმნილი. ეს არის პროგრამა Dobry Start. ამ პროგრამის ფარგლებში ოჯახი იღებს 300 ზლოტს წელიწადში ერთხელ თითო ბავშვზე, რომელიც სკოლაში სწავლობს. ეს არის ფულადეი დახმარება: სასკოლო ნივთებისთვის ჩანთისთვის წიგნებისთვის სპორტული ტანსაცმლისთვის სხვა სასწავლო საჭიროებებისთვის დახმარება ეხება ბავშვებს, რომლებიც სკოლის ასაკში არიან (დაახლოებით 7–20 წლამდე, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც). მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაცხადი ყოველ წელს თავიდან უნდა გაკეთდეს, ჩვეულებრივ აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ერთჯერადი დახმარება ბავშვის დაბადებისას თუ ბავშვი დაიბადა პოლონეთში, მშობლებს შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ეწოდება Becikowe. ეს არის 1000 ზლოტის ერთჯერადი დახმარება ბავშვის დაბადების შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე მოქმედებს შემოსავლის გარკვეული ლიმიტი – ოჯახის შემოსავალი თითო ადამიანზე არ უნდა აღემატებოდეს თვიურად 1922 ზლოტს. ასევე აუცილებელია, რომ დედა ექიმთან რეგისტრირებული იყოს ორსულობის პერიოდში არაუგვიანეს ორსულობის 10 კვირისა. განაცხადის გაკეთება ხდება ბავშვის დაბადებიან 12 თვის განმავლობაში ქალაქის მერიაში. განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები: განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების უფლების დასადგენად. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბავშვის დაბადების მოწმობა. ექიმის ან მეანის ცნობა სამედიცინო მეთვალყურეობის შესახებ (რომელიც ადასტურებს ორსულობის 10 კვირას). შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები.. დახმარება მშობლებისთვის, რომლებიც არ მუშაობენ არსებობს კიდევ ერთი პროგრამა – Kosiniakowe (świadczenia rodzicielskiego), რომელიც განკუთვნილია იმ მშობლებისთვის, რომლებიც არ იღებენ დეკრეტულ ანაზღაურებას . ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მიიღოთ 1000 ზლოტი თვეში გადახდა ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ბავშვის დაბადების შემდეგ. დახმარება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის თუ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან შეზღუდული შესაძლებლობა, არსებობს დამატებითი დახმარებაც Zasiłek pielęgnacyjny. ეს არის ყოველთვიური სოციალური დახმარება, (2026 წელს შეადგენს 215,84 ზლოტს), რომელიც გაიცემა იმისთვის, რომ ნაწილობრივ დაფაროს იმ პირის მოვლის ხარჯები, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. ეს დახმარება ეკუთვნით: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, 16 წელზე უფროს პირებს მძიმე (მნიშვნელოვანი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით, ზომიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თუ ეს მდგომარეობა 21 წლამდე ასაკში წარმოიშვა, 75 წელს გადაცილებულ პირებს. დიდი ოჯახებისთვის დამატებითი ბენეფიტები თუ ოჯახს ჰყავს სამი ან მეტი ბავშვი, შესაძლებელია მიიღოთ სპეციალური ბარათი – Karta Dużej Rodziny. ეს ბარათი პირდაპირი ფულის დახმარება არ არის, მაგრამ ის იძლევა უამრავ ფასდაკლებას. მაგალითად: ფასდაკლებები მაღაზიებში ტრანსპორტში ბენზინგასამართ სადგურებზე კულტურულ დაწესებულებებში (მუზეუმი, თეატრი და ა.შ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში შეუძლიათ მიიღონ დიდი ოჯახის ბარათი , თუ მათ აქვთ: მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსი, ლტოლვილის სტატუსი მოსწავლის ბარათი და ყოველდღიური შეღავათები პოლონეთში სკოლის მოსწავლეებს აქვთ ლეგიტიმაცია (მოსწავლის ბარათი), რომელიც ბევრ ადგილას მნიშვნელოვან შეღავათებს იძლევა. ყველაზე გავრცელებული შეღავათებია: ტრანსპორტი მოსწავლეები ხშირად იღებენ დაახლოებით 50%-მდე ფასდაკლებას: ავტობუსებზე ტრამვაიზე მატარებელზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვი ყოველდღიურად დადის სკოლაში. მუზეუმები და კულტურული სივრცეები მოსწავლის ბარათი ხშირად იძლევა: უფასო შესვლას ან დიდ ფასდაკლებას მაგალითად: მუზეუმებში ისტორიულ ადგილებში კულტურულ ღონისძიებებზე პოლონეთში ბევრი მუზეუმი ასევე ატარებს უფასო დღეებს კვირაში ერთხელ. სპორტი და აქტივობები ბავშვებისთვის ხშირად მოქმედებს შეღავათები: საცურაო აუზებზე სპორტულ ცენტრებსა და დარბაზებში ბიბლიოთეკებში სასწავლო კლუბებში ზოგ ქალაქში კი არსებობს მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ბავშვებს თითქმის უფასო სპორტულ აქტივობებს სთავაზობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი – სასკოლო მხარდაჭერა პოლონეთში ბევრ ქალაქში სკოლები დამატებით ეხმარებიან ოჯახებს: უფასო ან შეღავათიანი სასკოლო კვება უფასო სახელმძღვანელოები დამატებითი სასწავლო პროგრამები ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტი ოჯახებისთვის, რადგან ხშირად ამ პროგრამებზე მშობლები საერთოდ არ არიან ინფორმირებულები. მსგავს პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სკოლებში. რა უნდა გააკეთონ ემიგრანტმა მშობლებმა თუ პოლონეთში ცხოვრობთ და გყავთ ბავშვი, პირველ რიგში აუცილებელია: ბავშვისთვის PESEL ნომრის გაკეთება ბავშვის რეგისტრაცია სკოლაში ან ბაღში საბანკო ანგარიშის ქონა განაცხადების გაკეთება ონლაინ ყველაზე ხშირად განაცხადები კეთდება პლატფორმაზე: ZUS ან ბანკის აპლიკაციიდან. დასკვნა პოლონეთში მცხოვრებ ემიგრანტ ოჯახებს ბავშვებისთვის საკმაოდ ბევრი დახმარება და შეღავათი ეკუთვნით. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამებია: 800+ – ყოველთვიური დახმარება 300+ – სასკოლო დახმარება Becikowe – ბავშვის დაბადების ერთჯერადი დახმარება Kosiniakowe – დახმარება მშობლებისთვის დამატებითი ბენეფიტები დიდი ოჯახებისთვის ამასთან ერთად ბავშვებს აქვთ ყოველდღიური შეღავათები: ტრანსპორტში მუზეუმებში სპორტულ ცენტრებსა და კულტურულ სივრცეებში. თუ ოჯახი პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობს და ბავშვი აქ სწავლობს, ძალიან ხშირად შესაძლებელია ამ ბენეფიტების მიღება. დასკვნა პოლონეთში მცხოვრებ ემიგრანტ ოჯახებს ბავშვებისთვის საკმაოდ ბევრი დახმარება და შეღავათი ეკუთვნით. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამებია: 800+ – ყოველთვიური დახმარება 300+ – სასკოლო დახმარება Becikowe – ბავშვის დაბადების ერთჯერადი დახმარება Kosiniakowe – დახმარება მშობლებისთვის Karta dużej rodziny – დამატებითი ბენეფიტები რავალშვილიანი ოჯახებისთვის ამასთან ერთად ბავშვებს აქვთ ყოველდღიური შეღავათები: ტრანსპორტში მუზეუმებში სპორტულ ცენტრებსა და კულტურულ სივრცეებში. თუ ოჯახი პოლონეთში ლეგალურად ცხოვრობს და ბავშვი აქ სწავლობს, ძალიან ხშირად შესაძლებელია ამ ბენეფიტების მიღება. ავტორი: შორენა მელქუაშვილი Facebook Comments Box შორენა მელქუაშვილიShare this: პოსტის ნავიგაცია ახალგაზრდული კულტურის სახლები პოლონეთში – შესაძლებლობები ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ,,პოლონეთში წარმატება არა სისწრაფეზე,არამედ სწორ და პასუხისმგებლიან მომზადებაზეა დამოკიდებული”