Skip to content
გზამკვლევი ემიგრანტებისთვის

როგორ გავაგზავნოთ პირველი ხელფასი საქართველოში უსაფრთხოდ -ფინანსური გზამკვლევი პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის

ივლისი 30, 2026 ნათია ქიმაძე

პოლონეთში ემიგრაციაში ცხოვრების დაწყება უამრავ ახალ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. სამსახურის პოვნის, საცხოვრებლის მოწყობისა და საბუთების მოწესრიგების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსების სწორი მართვაა.

ბევრი ქართველისთვის პირველი ხელფასი მხოლოდ პირადი მიღწევა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, საქართველოში დარჩენილ ოჯახს დაეხმაროს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი, უსაფრთხო და ფინანსურად გამართლებული.

დაიწყეთ ბიუჯეტის დაგეგმვით

სანამ თანხას საქართველოში გააგზავნით, პირველ რიგში საკუთარი ყოველთვიური ხარჯები შეაფასეთ.

რეკომენდებულია შემოსავალი სამ ნაწილად გაყოთ:

  • აუცილებელი ყოველდღიური ხარჯები (ქირა, კომუნალური გადასახადები, კვება, ტრანსპორტი);
  • მცირე დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის;
  • თანხა, რომლის გაგზავნასაც საქართველოში გეგმავთ.

ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სიტუაცია, როდესაც თანხის გადარიცხვის შემდეგ პოლონეთში ყოველდღიური ხარჯებისთვის საკმარისი ფინანსები აღარ დაგრჩებათ.

რა უნდა გადაამოწმოთ თანხის გაგზავნამდე

საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელებამდე რამდენიმე დეტალის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • დარწმუნდით, რომ მიმღების სახელი და გვარი ზუსტად ემთხვევა მის ოფიციალურ დოკუმენტს.
  • გადაამოწმეთ, რა ფორმით სურს მიმღებს თანხის მიღება.
  • ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ საკომისიოს, არამედ გაცვლით კურსსაც.
  • ტრანზაქციის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეინახეთ ქვითარი ან გადარიცხვის ნომერი.

რამდენიმე წუთის დათმობა ხშირად თავიდან აგაცილებთ ზედმეტ დროსა და პრობლემებს.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები

ფინანსური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო გზავნილებისას მომხმარებლები ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • მიმღების მონაცემების არასწორად შეყვანა;
  • საკომისიოსა და გაცვლითი კურსის შეუდარებლობა;
  • ტრანზაქციის დამადასტურებელი ინფორმაციის დაკარგვა;
  • თანხის გაგზავნა არაოფიციალური გზებით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როდესაც ვინმე გთავაზობთ თანხის უფრო იაფად ან ნაცნობით გადაგზავნას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი პრაქტიკულად კარგავს სამართლებრივ დაცვას.

რატომ ირჩევენ მომხმარებლები Ria Money Transfer-ს

როდესაც საქმე საერთაშორისო ფულად გზავნილებს ეხება, მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია უსაფრთხოება, სისწრაფე და სანდოობა.

Ria Money Transfer უკვე ათწლეულებია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფულადი გზავნილების ქსელია. კომპანია წარმოდგენილია 190-ზე მეტ ქვეყანაში და მომხმარებლებს 600 000-ზე მეტ მომსახურების ლოკაციაზე წვდომას სთავაზობს.

პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს Ria-ს საშუალებით შეუძლიათ თანხის გაგზავნა:

  • თანხის გაგზავნა შესაძლებელია Ria Money Transfer-ის ავტორიზებული მომსახურების პუნქტებიდან, ონლაინ პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ასევე Poczta Polska-ს (პოლონეთის ფოსტის) შერჩეული ფილიალებიდან. მომსახურების პუნქტის მისამართის მოძიება შეგიძლიათ Kartuli.News-ის ქართულენოვან ინტერაქტიულ რუკაზე, სადაც ევროპისმასშტაბით არსებული Ria-ს ლოკაციებია თავმოყრილი.
    ( აქ ჩაისმევა ლოკაციების ბმული )
  • ონლაინ;
  • მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

    • საქართველოდან პოლონეთში თანხის გაგზავნა შესაძლებელია Ria Money Transfer-ის პარტნიორი ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით, ხოლო პოლონეთში მიმღებს თანხის მიღება შეუძლია Ria-ს პარტნიორ მომსახურების პუნქტში, მათ შორის Poczta Polska-ს შერჩეულ ფილიალებში.

ქვეყნისა და კონკრეტული სერვისის მიხედვით, მიმღებს თანხის მიღება შეუძლია ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე.

უსაფრთხოება პირველ ადგილზე

ფულადი გზავნილებისას უსაფრთხოება მხოლოდ ტექნოლოგიას არ გულისხმობს.

Ria საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იყენებს მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ფინანსური მონიტორინგის  პროცედურებს, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც მომხმარებლის, ისე ტრანზაქციის დაცვას.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კომპანიამ დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა მოითხოვოს. ეს სტანდარტული უსაფრთხოების პროცედურაა და საერთაშორისო ფინანსურ სექტორში ფართოდ გამოიყენება.

როგორ გახადოთ საერთაშორისო გადარიცხვა კიდევ უფრო უსაფრთხო

რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომის ალბათობას:

  • გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური და ლიცენზირებული სერვისები;
  • არასოდეს გაუზიაროთ ტრანზაქციის მონაცემები უცნობ პირებს;
  • ყოველთვის გადაამოწმეთ მიმღების ინფორმაცია;
  • შეინახეთ ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ყურადღებით გაეცანით საკომისიოსა და გაცვლით კურსს.

ემიგრაციაში ფინანსების სწორად მართვა მშვიდი და სტაბილური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განხორციელებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანხის სწრაფად გაგზავნა, არამედ იმის დარწმუნებაც, რომ პროცესი უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდოა.

სწორედ ამიტომ, ბევრი მომხმარებელი ირჩევს ისეთ საერთაშორისო სერვისებს, როგორიცაა Ria Money Transfer, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფართო საერთაშორისო ქსელს, მოქნილ გზავნილის მეთოდებსა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.

თუ პოლონეთში ცხოვრობთ და საქართველოში ოჯახის წევრებს რეგულარულად უგზავნით თანხას, ყოველთვის შეადარეთ პირობები, გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური არხები და შეარჩიეთ ის სერვისი, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

მოამზადა ნათია ქიმაძემ

Facebook Comments Box

error: Content is protected !!